ტკბილი ვარსკვლავი

”ტკბილი კოსმოსური აღმოჩენა”! გაზურ ღრუბელში, მზისმაგვარ ახალგაზრდა ვარსკვლავთან, შაქრის მოლეკულები აღმოაჩინეს. ვარსკვლავი IRAS 16293-2422 ორმაგი სისტემის ნაწილია(ან ორმაგი ვარსკვლავის). მასით მზეს უტოლდება და დედამიწას 400 სინათლის წლითაა დაშორებული.

სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტის პრაქტიკული მტკიცებულება მიღებულია

  ასტრონომებმა პირველად შეძლეს სიუნიაევ-ზელდოვიჩის დინამიური ეფექტის რეგისტრაცია და მისი გამოყენება გალაქტიკური გროვების მოძრაობის შესასწავლად(Physical Review Letters, arXiv.org).

უდიდეს ტელესკოპს ორი ქვეყანა გაიყოფს

 მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპი SKA(ანტენების მასივი ერთ კვადრატულ კილომეტრზე), ორი ქვეყნის ტერიტორიაზე აშენდება – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ავსტრალია. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მონაწილე ქვეყნების ყრილობაზე, რომელიც ამსტრდამთან ახლოს ჩატარდა. ამის შესახებ NatureNews-ი იუწყება.

ეგზოპლანეტა ფომალჰაუტთან

 ინტერფერომეტრი ALMA(ატაკამას დიდი მილიმეტრული მასივი) მეცნიერებს ვარსკვლავ ფომალჰაუტთან მოძრავი ეკზოპლანეტის მასის დადგენაში დაეხმარათ. ეს ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემის გარეთ, რომლის უშულო ფოტოგრაფირება მოხერდხა(ESO-ს პრესრელიზი).

LARES-ი აინშტაინის ფარდობითობას კიდევ ერთხელ გადაამოწმებს

 ”ვეგას” კლასის პირველი რაკეტა-მატარებელი საფრანგეთის გვიანას კოსმოდრომიდან გაუშვეს. სტარტის პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) საიტზე.

კვაზარი

 სამყაროს შუქურები

 კვაზარი – (ინგლ. quasar – quasi stellar radio source – კვაზი ვარსკვლავური რადიოწყარო) – არაგალაქტიკური(ირმის ნახტომს გარეთ) ობიექტების კლასი, გამორჩეული ძალიან მაღალი ნათობით და ისეთი მცირე კუთხური ზომებით, რომ წლების განმავლობაში ეს ობიექტები ვარსკვლავები ეგონათ.