სუსტი ურთიერთქმედება

  ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდან ერთ-ერთი. ელემენტარულ ნაწილაკებს შორის მოქმედი სუსტი ურთიერთქმედება(ს.უ.) გაცილებით სუსტია ელექტრომაგნიტურზე, თუმცა გაცილებით ძლიერი გრავიტაციულზე. ოთხმოციან წლებში დადგინდა, რომ ს.უ. და ელექტრომგნიტური ურთიერთქმედება ერთიანი ელექტროსუსტი ურთიერთქმედების განსხვავებული გამოვლინებაა.

არომატული კვარკები :)

  კვარკების თეორიის ძირითადი ცნებები ამრიკელმა მეცნიერებმა შემოიღეს. 6 კვარკის ერთმანეთისგან განსასხვავებლად(ყოველი მათგანი სამი სახით თუ სამი სახეობით არსებობს), ამერიკელმა ფიზიკოსებმა მათ მიანიჭეს თვისება, რომელსაც ”არომატი” უწოდეს. ბუნებრივია, არანაირი ცხვირით გასარჩევი სუნი კვარკებს არა აქვთ, თუმცა ითვლება, რომ ყოველ მათგანს თავისებური ”სუნი” გააჩნია, აქვთ, ასე რომ ვთქვათ, საკუთარი არომატი. კერძოდ, ექვსივე კვარკის სამივე სახეობას ერთნაირი ”სუნი” აქვთ, ანუ აქვთ საერთო არომატი.

კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს

Chi_b (3P) პირველი ახალი ნაწილაკია, რომელიც კარგად დაიმზირება კოლაიდერში, ელემენტარული ნაწილაკების უდიდეს ამაჩქარებელში, რომლის 27 კილომეტრიანი ტუნელი შვეიცარია საფრანგეთის საზღვარზე, მიწის ქვეშ მდებარეობს.

 

ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა (თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავი)

  ნივთიერების მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გარკვეული ხარისხობრივი თვისებებით, უნარით ან უუნარობით შეინარჩუნოს ფორმა ან მოცულობა. აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებას თან ახლავს ნივთიერების სხვა და სხვა ფიზიკური თვისებების ცვლილება.

ტევატრონმა თავისი სამუშაო დაასრულა

30 სექტემბერს, 28 წლიანი მუშაობის მერე, გაჩერებულ იქნა ამერიკული პროტონ-ანტიპროტონული კოლაიდერი ტევატრონი, რომელიც ჩიკაგოში, ენრიკო ფერმის სახელობის ნაციონალურ ლაბორატორიაში მდებარეობს.

 

სიმების თეორია

  სიმების თეორიის სხვა და სხვა ვერსიები პრეტენზიას აცხადებენ თავიანთ უნივერსალურობაზე სამყაროს აგებულების აღქმის საქმეში.

დეტექტორი ALICE

 ეს არის კლასიკური სქემით აწყობილი დიდი დეტექტორი, თუმცა ოპტიმიზირებული მძიმე ბირთვების შეჯახებების შესწავლისთვის. მისი ზომები 26/16/16-ზე მეტრია, მთლიანი მასა 10 000 ტონა.

ატომი

 წარმოდგენა ელემენტარულ ნაწილაკებზე ეფუძნება ნივთიერების დისკრეტულობის ფაქტს, ის არსებობს როგორც მატერიის ასევე ენერგიის სახით(ელემენტარული ნაწილაკები, ენერგია და ნივთიერება ერთი და იგივეა, E=mc²). ზოგიერთ ნაწილაკს რთული შიდა სტრუქტურა გააჩნია, თუმცა მათი ნაწილებად გამოყოფა შეუძლებელია. სხვებს არ გააჩნიათ სტრუქტურა, მათ ფუნდამენტალურებს უწოდებენ.