25 ივლისს მზის დინამიკის ობსერვატორიამ(SDO) მზის ზედაპირზე ”სმაილიკის” ფოტო და ვიდეო გადაიღო. ”ალბათ, მზე – ბედნიერი და კმაყოფილი ვარსკვლავია, რადგან იცინის” – ხუმრობენ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს თანამშრმომლები. მზის ლაქებს ნამდვილდ შეუძლიათ უცნაური ფიგურების დახატვა მნათობის ზედაპირზე, რითაც მათ განსაკუთრებულ ხასიათსაც კი სძენენ.