28.11.2024.
მთავრდება სადმე ეს სამყარო?(თემური)
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ რაიმე სფეროს ზედაპირის ერთი პატარა წერტილი. წერტილის თვალსაწიერიდან სფერო უსასრულოა(არ შეიძლება გამოიყოს რაიმე რეგიონი, რომელსაც დავარქმევდით სფეროს „დასასრულს“), ანუ ეს არის ორ განზომილებიანი ჩაკეტილი უსასრულობა. ჩვენთვის, უფრო მეტ განზომილებიან სამყაროში მცხოვრები არსებებისთვის სფეროს ბოლოს არსებობა აშკარაა. იგივე ხდება, როცა ჩვენ, სამყაროს „სასრულობაზე“ ვსაუბრობთ. არ არსებობს ადგილი ჩვენთვის ცნობილ სივრცეში, რომელსაც ექნებოდა თვისებები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს სამყაროს ბოლო საზღვარია.

ობიექტი გედი X-1 მზიდან 6000 სინათლის წლითაა დაშორებული(Marshall Space Flight Center).
როგორ წარმოიქმნა ეს წითელი ოთხკუთხა ნისლეული? ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ცენტრში ხნიერი ორმაგი ვარსკვლავი მდებარეობს, რომელიც აიძულებს ნისლეულს ანათოს. ფორმას განაპირობებს სქელი მტვრის გარსი, რომელიც ქმნის გაზებისგან შემდგარ ასო იქსის(X) მაგვარ კონუსურ ნაკადს.
რა ფერი აქვს
რატომ წარმოიქმნა სამყაროს ამ ნაწილში ასეთი დიდი სიცარიელე? ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არავის აქვს. თვითონ სიცარიელეც, რომელიც ზომაში რამდენიმე მილიარდი სინათლის წლის ზომისაა ჯერ კიდევ კვლევის საგანია.