28.11.2024.
სიცოცხლის უძველესი ფორმების კვალს ”ცნობისმოყვარე” მოძებნის
ახალი კვლევის თანახმად, მარსზე, ერთ დროს არსებული სიცოცხლის კვალი, თუ ის საერთოდ არსებობდა, შეიძლება უფრო მცირე სიღრმეებზე მივაგნოთ, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ეს კი მეტ შანსს აძლევს ნასას ახალ ზონდს, რომელიც წითელ პლანეტაზე მომავალ თვეში უნდა დაეშვას.
დღევანდელ დღემდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ წყლის დიდი მარაგები მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე იყო და ამის შესახებ არსებული ფაქტები მეტყველებდნენ.