რეიონიზაციის ეპოქის დროებითი სკალა

ასტრონომებმა პირველად შეადგინეს რეიონიზაციის, ნეიტრალური წყალბადის იონიზაციის პროცესის ეპოქის დროებითი სკალა(შედეგად, სამყარო ულტრაიისფერი სხივებისთვის გამჭვირვალე გახდა. arXiv.org.)

ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან

  2011 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში მიენიჭა სამ ასტროფიზიკოსს: სოლ პერლმუთერს, ბრაიან შმიდტს და ადამ რისს. შორეულ ზეახლებზე დაკვირვებებით მათ დაადგინეს, რომ სამყარო აჩქარებით ფართოვდება.

”ოპორტუნიტის” სამ წლიანი მისიის ვიდეორგოლი

ნასას მარსმავალი ”ოპორტუნiტი” კრატერ ვიქტორიადან ინდევორამდე 2008 წლის სექტემბრიდან 2011 წლის აგვისტომდე მოგზაორობდა, მარსმავალზე მომუშავე ჯგუფი კი ყოველ დღე და მთელი მოგზაურობის განმავლობაში იღებდა ფოტოებს.

 

საშიში გამა-ანთებების კვალი დედამიწაზე

ასტრონომებმა საშიში გამა-ანთებების კვლების ძებნა დედამიწაზე გადაწყვიტეს. მკვლევარებმა ამის შესახებ 2011 წლის 9 ოქტომბერს გამართულ, ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადეს.

გველისმაგვარი ხვეულები ჩვენს გალაქტიკაში

 გველებით სავსე ორმო – სწორედ ეს შეიძლება დავინახოთ ჩვენი გალაქტიკის ტურბულენტური გაზების პირველად გადაღებულ ფოტოზე. ბრაიან გაენსლერმა და მისმა ჯგუფმა სიდნეის უნივერსიტეტიდან(ავსტრალია) გამოიყენა ავსტრალიის აღმოსავლეთში მდებარე რადიოტელესკოპი CSIRO, რათა ნოვატორული გამოსახულება მიეღო.

ურანის ღერძი ერთი შეჯახების შედეგად არ გადახრილა

 ურანს თავისი ღერძი მზის სისტემის გამორჩეულ პლანეტად აქცევს. ადრე ითვლებოდა, რომ ურანის ასეთი უცნაურობა ერთმა დიდმა შეჯახებამ გამოიწვია, თუმცა ახალი კვლევები ამ დასკვნას უარყოფენ.

“პირველი რუსული კომეტა“ ნაწილებად დაიშალა

ელენინის კომეტა(C/2010 X1), რომელსაც ასტრონომებმა „პირველი რუსული კომეტა“ შეარქვეს, მთლიანად დაიშალა. ამის შესახებ დაიწერა კომეტის აღმომჩენის,ლეონიდ ელენინის ბლოგზე.

 

 

ენერგიული პულსარი კიბორჩხალას ნისლეულში

ასტრონომებმა პულსარ PSR B0531+21-ს, რომელიც კიბოსმაგვარ ნისლეულში მდებარეობს, მაღალენერგიული გამოსხივება აღმოუჩინეს, რომლის ახსნაც თანამედროვე თეორიებს არ შეუძლიათ. ამის შესახებ წერს ჟურნალი Science, მოკლედ კი კალიფორნიის უნივერსიტეტის საიტზე(ლოსანჯელესი).

 

“მიწიერი” წყალი კომეტაზე

  ასტრონომებმა, რომლებიც ორბიტალურ ტელესკოპ ”ჰერშელთან” მუშაობენ, ”მიწიერი” წყალი პირველად აღმოაჩინეს. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ევროპის კოსმოსური სააგენტოს საიტზე.