ორი ხნიერი ვარსკვლავი გალაქტიკური ჰალოდან

 ჩვენი გალაქტიკის მკვეთრად გამოხატული სპირალური დისკო სფეროს ფორმის ჰალოთია გარსშემორტყმული, რომელიც მისი საზღვრებიდან საკმაოდ შორს 5-10 ათასი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება.

ბნელი მატერია მზის გარშემო

ციურიხის უნივერსიტეტის ასტრონომებმა უხილავი ბნელი მატერიის დიდი რაოდენობა ჩვენი მნათობის გარშემო აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ამტკიცებს თეორიას იმის შესახებ, რომ გალაქტიკა ირმის ნახტომი შემოფარგლულია უზარმაზარი ჰალოთი, რომელიც ბნელი მატერიისგან შედგება.

ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია

ბარიონული ბნელი მატერია

ბარიონულია ჩვენთვის ცნობილი ნორმალური ნივთიერება, მატერია, რომელიც შედგება პროტონების, ნეიტრონების და ელექტრონებისგან. არსებობს ბარიონული ანტიმატერიაც.ბნელი მატერიის მცირე ნაწილი(4-5%) ჩვეულებრივი ნივთიერებისგან(ბარიონული) შედგება, რომელიც საერთოდ ან თითქმის არ ასხივებს და ჩვენთვის უხილავი რჩება.

 

ბნელი მატერია

 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბნელი მატერია ძალიან უცნაური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავს მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ამჟღავნებს. თანამედროვე შეფასებით ეს მატერია სამყაროს 23-25% იკავებს, 70-73% ბნელ ენერგიაზე მოდის და მხოლოდ 4-5% ჩვეულებრივ მატერიაზე, რომლისგანაც შევდგებით ჩვენც და ყველაფერი ხილული სამყაროდან. იდეა ბნელ მატერიაზე მაშინ გაჩნდა, როცა ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკებში ნივთიერების ნაკლებობა, რომლის ზემოქმედება მაინც იგრძნობოდა, ანუ მიზიდულობის ძალებს აძლიერებდა რაღაც დამალული მასა.