ორი ხნიერი ვარსკვლავი გალაქტიკური ჰალოდან

 გაიშვიათებული ცხელი გაზებისა და ბნელი მატერიისგან შემდგარი, ჰალო ვარსკვლავების გარკვეულ რაოდენობასაც შეიცავს, რომელბიც ისე მჭიდროდ არ არიან განლაგებულნი, როგორც ეს გალაქტიკის დისკოში ხდება. თანამედროვე მონაცემებით, ჰალოს ვარსკვლავები გალაქტიკის ყველაზე უფრო ხნიერი მნათობები არიან, ასაკით თითქმის თანატოლი.

 ირმის ნახტომის ჰალოს ვარსკვლავთა ახალი კვლევა ინტერფერომეტრიის(1,2) გამოყენებით ჩატარდა: არც თუ ისე დიდი ტელესკოპების მასივით, რომელთა ერთობლივი მუშაობა დიდი ტელესკოპის მაგივრადაა შესაძლებელი. ასეთნაირად მოხერხდა გალქტიკურ ჰალოში მდებარე ორი ვარსკვლავის ზუსტი დიამეტრების დადგენა.

 გაირკვა, რომ მზისმაგვარი ვარსკვლავი Groombridge 1830, დედამიწიდან 30 სინათლის წლის მანძილზე, დიამტერით მზის 2/3-ს უტოლდება, ტემპერატურა კი დაახლოებით 1000 გრადუსით დაბალია, დახლოებით 5000 გრადუსი. მეორე ვარსკვლავი, HD 122563, პირიქით, მზეზე 24-ჯერ დიდია, თუმცა კიდევ უფრო ცივი – 4300 გრადუსი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.