მეზღვაურები ორიენტირებას საზღვაო შუქურებით ახერხებენ, ასტრონომები კი კოსმოსურ შუქურებს მანძილების დასადგენად იყენებენ. კოსმოსში ასეთი შუქურების სახით გვევლინებიან პულსირებადი ცვლადი ვარსკვლავები – ცეფეიდები.
Search Results for: ანდრომედა
უსასრულობის ნიშანი ჩვენს გალაქტიკაში
ჩახვეული წრე, რომელმაც ასტრონომების ინტერესი გამოიწვია, 650 სინათლის წლის ზომისაა. ამ კადრზე, მოყვითალო რვიანისებური წრე, თითქმის ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, ოდნავ დახრილი მარჯვენა მხარეს.
ასტრონომებმა თავიანთი კვლევები ტრილიონ წელზე გადაანაწილეს
მომავალში ასტრონომები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, ვეღარ შეძლებენ ადრეული სამყაროს ევოლუციის, კერძოდ კი დიდი აფეთქების შესწავლას, ამას მათ მაგივრად თანამედროვე თანამედროვე ასტრონომები გააკეთებენ.
M33 – გალაქტიკა სამკუთხედში
ჩრდილოეთის ცის პატარა თანავარსკვლავედში, სახელად სამკუთხედი, მდებარეობს სპირალური გალაქტიკა M33, რომელიც ჩვენსკენ “სახითაა” შემობრუნებული. გალაქტიკის დიამეტრი 50 ათასი სინათლის წელია. ზომებით ის მესამეა ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკებში, ანდრომედასა და ჩვენი გალაქტიკის მერე.
გალაქტიკათა ზღვა
ESO(ევროპის სამხრეთული ობსერვატორია)-ს მიერ გადაღებული ახალი სურათები ათასეულობით გალაქტიკების დემონსტრაციას ახდენენ, კერძოდ გალაქტიკათა დიდ ჯგუფს, რომელიც მასიურ გალაქტიკურ გროვას, სახელად აბელს ეკუთვნის, ნომრით 315. ცაზე შეუიარაღებელი თვალით ყურებისას, მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების და მეზობელი უახლოესი სამი გალაქტიკის დანახვა შეიძლება(დიდი და პატარა მაგელანის ნისლეული, ანდრომედას გალაქტიკა). ადამიანის თვალი ძალიან სუსტია იმისათვის, რომ სურათზე გამოსახული გალაქტიკები დაინახოს. ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ ცა მთლიანად განათებული მოგვეჩვენებოდა.
ყველაზე ცხელი პლანეტა
ვარსკვლავი სახელად WASP-33 მზეზე უფრო ცხელი და მასიურია. იგი დედამიწიდან 378 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ანდრომედას თანავარსკვლავედში. პლანეტა WASP-33b ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს ტრანზიტული მეთოდით(თავისი ვარსკვლავის წინ გავლა). ასტრონომთა შეფასებით მისი მასა იუპიტერის მასაზე 4-ჯერ მეტია. თავისი ვარსკვლავის ორბიტაზე ერთ სრულ ბრუნს 1,22 დღეში აკეთებს(შედარებისთვის მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი მერკური ორბიტას 88 დღეში შემოივლის, დედამიწა 365 დღეში).
შავი ხვრელი
ის ვარსკვლავის გრავიტაციული კოლაფსით(შიგნით ჩაშლა, ჩანგრევა)ჩნდება და შეიძლება “მკვდარი” ვარსკვლავიც ვუწოდოთ.