სამყარო უფრო ხნიერი აღმოჩნდა

 ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ სამყაროს ყველაზე უფრო დეტალური რუკა წარმოადგინა. ის შედგენილია მონაცემების მიხედვით, რომლებიც ამავე სააგენტოს ორბიტალურმა ტელესკომა ”პლანკმა” მიიღო და უკვე გააჩინა ახალი თეორიები სამყაროს ასაკზე, შემადგენელზე და მის მომავალზე.

აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივება

 XIX საუკუნის ბოლოს, ნივთიერების ატომებთან ელექტრომაგნიტური გამოსხივების(კერძოდ სინათლის) ზემოქმედების შესწავლისას, მკვლევარები სერიოზულ პრობლემას წააწყდნენ, რომლის გადაწყვეტა მხოლოდ კვანტური მექანიკის ჩარჩოებში მოხერხდა, ეს უკანასკნელი კი სწორედ ამ პრობლემების არსებობის გამო ჩაისახა.

მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ

 სიტყვა ”კვანტი” ლათინურიდან მოდის quantum(რამდენი, რამდენად ბევრი) და ინგლისურიდან quantum(რაოდენობა, პორცია, კვანტი). ”მექანიკა” იმთავითვე მატერიის მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერებას აღნიშნავდა. შესაბამისად, ”კვანტური მექანიკა” პორციებად მოძრავ მატერიას სწავლობს(ან დაკვანტული მატერიის მოძრაობას). ტერმინი ”კვანტი” ხმარებაში გერმანელმა მეცნიერმა მაქს პლანკმა შემოიტანა, სინათლის(1), ატომებზე ზემოქმედების აღსაწერად.