თუ იქნება მარსმავლებისმაგვარი რობოტიზირებული მისიები იუპიტერზე და ურანზე?(კახა)

ეს ორივე პლანეტა გაზურ გიგანტებს წარმოადგენენ, ამიტომ ფაქტიურად მათ  არ გააჩნიათ მყარი ზედაპირი, რომელზეც რობოტი ყველგანმავალი შეძლებს მოძრაობას.

ერთნაირი ფენა ტიტანის და დედამიწის ატმოსფეროებში

 მეცნიერებმა ტიტანის ატმოსფეროს ქვედა საზღვარზე აღმოაჩინეს ფენა, რომელიც ადრე მხოლოდ დედამიწის ატმოსფეროს პრეროგატივად ითვლებოდა. სტატია ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

სირიუსი

  სირიუსი(ლათ. Sirius), თანავარსკვლავედ დიდი ქოფაკის α – ღამის ცის ყველაზე ელვარე ვარსკვლავი. მისი დანახვა დედამიწის ყველა რეგიონიდან შეიძლება, ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე უბნების გამოკლებით.

მაგნიტური ქაფი მზის სისტემის კიდეზე

ჩვენი მანთობიდან ასეულობით ასტრონომულ ერთეულზე მყოფი მაგნიტური ველი შამპანურის ან ლუდის ქაფს გავს. ოღონდ მასში მყოფი ყოველი ბუშტულა ზომით 150 მილიონი კილომეტრის ტოლია.

 

სულ უფრო შორს და შორს

  ადამიანის მიერ კოსმოსში გაშვებული აპარატებიდან რომელია ყველაზე შორს? ამჟამად ეს არის „ვოიაჯერ-1“, ის 1977 წელს გაუშვეს და ახლა მზიდან აპარატამდე მანძილი 17,5 მილიარდი კილომეტრია. ეს 16 სინათლის საათს უტოლდება ან 117 ასტრონომულ ერთეულს(1ა.ე.= 150 000 000 კმ.).

რადიო სიგნალი სატურნიდან

 სავარაუდოთ, სატურნის კილომეტრული დიაპაზონის რადიოგამოსხივება წარმოიქმნება ელექტრონებისგან, რომლებიც პლანეტის მაგნიტური ველის გასწვრივ, პოლარულ რეგიონებთან ახლოს მოძრაობენ. ამ ნაწილაკების(არა მარტო ელექტრონების) ატმოსფეროსთან შეჯახებითვე ხდება პოლარული ნათებაც, მოვლენები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.