თუ იქნება მარსმავლებისმაგვარი რობოტიზირებული მისიები იუპიტერზე და ურანზე?(კახა)

რაც შეეხება მათ თანამგზავრებს, ასეთი მისიები შესაძლებელია. ასტრონომებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა იუპიტერის თანამგზავრი ევროპა, მისი გაყინული ზედაპირის ქვეშ არის თხევადი ოკეანე და ცოტა სითბოც, აქ შეიძლება  ჩვენთვის უცნობი სიცოცხლის ფორმები არსებობენ. ზონდის შექმნაზე, რომელიც ევროპას ზედაპირზე დაეშვება და შემდეგ მის სიღრმეებშიც შეაღწევს უკვე მიმდინარეობს მუშაობა.

 ურანი მხოლოდ ერთად-ერთმა ავტომატურმა საპლანეტათშორისო აპარატმა „ვოიაჯერ2“-მა გამოიკვლია, ამიტომ ამ პლანეტასთან დაკავშირებული ბევრი რამე ჯერ კიდევ დაუზუსტებელია და არც რაიმე მისია იგეგმება უახლოესი მომავლისთვის.

იუპიტერი ყველაზე კარგად ავტომატურმა საპლანეტათშორისო აპარატმა „გალილეომ“ გამოიკვლია. მან სანახევროდ გაშლილი ანტენით მაინც შეძლო დედამიწაზე გადმოეცა უნიკალური მონაცემები იუპიტერზე და მის თანამგზავრებზე. „გალილეო“ კოსმოსში 1989 წელს გაუშვეს, მან იუპიტერის ორბიტაზე 2003 წლამდე იმუშავა, ბრძანებით დედამიწიდან ის იუპიტერის ატმოსფეროში შევიდა და განადგურდა.

 1995 წლის დეკემბერში იუპიტერის ატმოსფეროში ზონდი ჩაუშვეს, რომელმაც იქ თითქმის ერთი საათი იმუშავა და 130 კილომეტრის სიღრმეზე ჩავიდა. ზონდიდან გადმოცემული მონაცემების მიხედვით ღრუბლების გარე საფარში წნევა 1,6 ატმოსფეროს აღწევდა, ტემპერატურა კი -80 გრადუსს ცელსიუსით. 130 კილომეტრის სიღრმეზე 24 ატმოსფერო იყო, ტემპერატურა +150 გრადუსი. ღრუბელთა სისქე მოსალოდნელზე მცირე აღმოჩნდა, არ იყო ნავარაუდევი წყლის ორთქლიც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.