NGC 5101 და მისი მეგობრები

 ამ მკაფიო გამოსახულებაზე ორი ელვარე გალაქტიკა ჩანს. სპირალური გალაქტიკა ბარით NGC 5101(მარჯვენა ზედა კუთხეში) და ჩვენს მიმართ თითქმის გვერდულად ორიენტირებული გალაქტიკა NGC 5078. ირმის ნახტომის ზომის ორივე გალაქტიკა, ჰიდრას თანავარსკვლავედის საზღვრებს შიგნით არის მოქცეული, დედამიწიდან 90 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. თუ ისინი მართლაც ერთნაირი მანძილებით არის ჩვენგან დაშორებული, მაშინ მათ შორის მანძილი 800 000 სინათლის წელი იქნება. ანუ ორჯერ ნაკლები, ვიდრე ირმის ნახტომსა და ანდრომედას შორის. NGC 5078 პატარა გალაქტიკა-კომპანიონზე ზემოქმედებს, რომელიც კატალოგში IC 879-ის სახელით არის შეტანილი, მას დიდი მეზობლის კაშკაშა ბირთვიდან მარცხნივ ხედავთ. ამ ფერად კოსმოსურ ფონზე კიდევ უფრო შორეული გალაქტიკებიც არის მიმოფანტული. ზოგიერთი მათგანი მთლიანად ჩვენი მიმართულებით მობრუნებული NGC 5101-ის შიგნითაც კი ჩანს. ელვარე ვარსკვლავები მახვილი სხივებით, ჩვენი გალაქტიკის კუთვნილებაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.