NGC 247 მეგობრებთან ერთად

 სპირალური გალაქტიკა NGC 247-ს დიამეტრი დაახლოებით 70 ათასი სინათლის წელია, ის ირმის ნახტომზე პატარაა და მასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს – სულ რაღაც 11 მილიონი სინათლის წელი(ირმის ნახტომი ალყაშია). NGC 247-ის ერთ მხარეს, ადვილად შესამჩნევი სიცარიელე ჩანს, რის გამოც მას ნემსის ყუნწიან გალაქტიკასაც უწოდებენ. ამ მკაფიო გამოსახულებაზე ფონური გალაქტიკებიც დაიმზირება, NGC 247-დან მარცხნივ ჩამწკრივებული ოთხეულის ჩათვლით, რომლებიც ბარბიჯის ჯაჭვის სახელით არის ცნობილი. ოთხეულამდე მანძილი 300 მილიონი სინათლის წელია. ჯაჭვის ორი მარცხენა გალაქტიკა ერთმანეთზე ზემოქმედებს, ისინი სუსტად მანათობელი ვარსკვლავური მტვრის ხიდით არიან დაკავშირებული. NGC 247, ელვარე NGC 253-თან ერთად, მოქანდაკის თანავარსკვლავედში მდებარე გალაქტიკათა ჯგუფის წევრია(ეიბელ 2744(პანდორა); ვერცხლის მონეტა – NGC 253; გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *