მთვარის ვაკეებისა და კრატერების წარმოშობა

 პლანეტოლოგმა ჰიზერ მეიერმა, მთვარისა და პლანეტების შემსწავლელი ინსტიტუტიდან(NASA), მთვარის ორბიტული მზვერავის(LRO) საშუალებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდობით, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირის ახალი რუქა შეადგინა – ე.წ. ნათელი ვაკეების ყველაზე უფრო დეტალური რუქა. ახალი რუქის უპირატესობა, გამოყენებული მონაცემების უწყვეტობაშია. სხვადასხვა ფოტოების ”შეწებებით” მიღებული ადრინდელი რუქები გადაბმის ადგილებით იყო დამახინჯებული.

 ნათელი ვაკეები, რომლებიც მთვარის ზედაპირის 10%-ს ფარავს(კრიზისების ზღვა), ვულკანური წარმოშობის რელიეფად ითვლებოდა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ წარმოიქმნა, როცა მთვარე ცხელი და ვულკანურად აქტიური იყო. 1972 წელს, ”აპოლონ 16”(აპოლონ 16: მოგზაურობა მთვარეზე)-ის ასტრონავტების მიერ ჩამოტანილი გრუნტის ნიმუშებით, ვულკანური ჰიპოთეზა ვერ დამტკიცდა, მეცნიერებმა კი დასკვნეს, რომ ეს ვაკეები – უზარმაზარი ასტეროიდების ვარდნის შედეგად გაჩნდა, ხოლო მათი შემომფარგლავი ადგილები, შეჯახებისას გამოტყორცნილი ფრაგმენტების ცვენით(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ)(Science News).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.