NASA-ს უახლესი ასტროფიზიკური ობსერვატორია – SPHEREx, ჩვენი სამყაროს წარმოშობას და გალაქტიკების ისტორიებს შეისწავლის, სიცოცხლის პოტენციური შემადგენლების ჩათვლით. აპარატის სრული სახელია „სპექტრო-ფოტომეტრი სამყაროს ისტორიის, რეიონიზაციის ეპოქის და ყინულების გამოსაკვლევად (Spectro-Photometer for the History of the Universe, Epoch of Reionization and Ices Explorer). SPHEREx კოსმოსში 11 მარტის 14.10-ზე SpaceX-ის Falcon 9 რაკეტამ გაიყვანა, რომელმაც სტარტი კალიფორნიის ვანდერბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან აიღო.

SPHEREx-თან ერთად Falcon 9 ხომალდის ბორტზე კიდევ ერთი მისიის აპარატი განთავსდებოდა – PUNCH – პოლარიმეტრი კორონას და ჰელიოსფეროს გასაერთიანებლად (Polarimeter to Unify the Corona and Heliosphere). PUNCH ოთხი პატარა თანამგზავრისგან შედგება; ის შეისწავლის, თუ როგორ გარდაიქმნება მზის გარე ატმოსფერო მზის ქარად.
“NASA-ს ყველა სამეცნიერო მისსია ურთიერთკავშირშია, ამიტომ SPHEREx და PUNCH აპარატების ერთი რაკეტით გაგზავნა ჩვენი კვლევების ეფექტურობას ერთი-ორად ზრდის.“ – ამბობს ნიკი ფოქსი, ვაშინგტონში NASA-ს სათაო ოფისის სამეცნიერო მისსიების დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი. “ვულოცავთ ორივე მისსიის მკლევართა ჯგუფებს აპარატების წარმატებით გაშვებას; სულმოუთქმელად ველით ახალ სამეცნიერო მონაცემებს შორეული გალაქტიკებიდან ჩვენს მშობლიურ ვარსკვლავამდე.“ NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის სახმელეთო საკონტროლო პუნქტი SPHEREx-თან კომუნიკაციას წარმატებით ახორციელებს, ხოლო ერთი თვის ტექნიკური სატესტო რეჟიმის შემდეგ, აპარატი ძირითადი დანიშნულების შესრულებას დაიწყებს.
სტარტიდან 53 წუთის შემდეგ წარმატებით განხორციელდა PUNCH-ის 4 სატელიტის დაშორიშორება და სახმელეთო საკონტროლო პუნქტთან დაკავშირება; სწორი ორბიტული ფორმაციების მისაღწევად და ხელსაწყოების კალიბრაციისთვის მას 90 დღე დასჭირდება, რის შემდეგადაც მოხდება მათი „ვირტუალური გაერთიანება“ ერთ ინსტრუმენტად. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ მეცნიერები მზის ქარის გამოსახულებების ანალიზს.

ორივე მისსია დაბალ, მზესინქრონულ ორბიტაზე, დღე-ღამის გამყოფი ხაზის თავზე (ტერმინატორი) განთავსდება. ამგვარად, მზე ხომალდების მიმართ უცვლელ პოზიციაზე აღმოჩნდება, რაც SPHEREx-ის to ტელესკოპს მზის გამოსხივებისგან დაიცავს, PUNCH-თვის კი მზის გვირგვინის ხილვადობას ყველა მიმართულებით უზრუნველყოფს.
SPHEREx-ის სამეცნიერო დაკვირვების საწყისი ეტაპი, ყოველ 6 თვეში, 3-განზომილებიანი ციური რუკის შედგენაა, რომელზეც სხვა ტელესკოპების მიერ მიღებული მცირე უბნების დეტალური გამოსახულებები დაიტანება, როგორიცაა, მაგალითად, NASA-ს ჯეიმს უებისა და ჰაბლის ტელესკოპები. სპექტროსკოპიის გამოყენებით გაიზომება მანძილები ახლო კოსმოსში გაფანტულ 450 მილიონ გალაქტიკას შორის, რომელთა დაშორიშორება 14 მილიარდი წლის წინ ინფლაციის შედეგად მოხდა, როდესაც დიდი აფეთქებიდან წამის მეასედში სამყარო ტრილიონჯერ ტრილიონზე უფრო გაფართოვდა. კოსმოსური დროის მანძილზე, გალაქტიკების ერთობლივი ევოლუციონირების დეტალების გასარკვევად, მათი კოლექტიური ნათობის პარამეტრების შესწავლაც მოხდება.
სპექტროსკოპიის მეშვეობით დადგინდება ვარსკვლავთშორისი მტვერის და პლანეტური ობიექტების ქიმიური შედგენილობაც; SPHEREx კონცენტრირებული იქნება წყლის მოლეკულების და ნახშირბადის კონცენტრაციების დადგენის ამოცანებზე, რაც ჩვენი მსგავსი სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტებია.
NASA-ს PUNCH-ის მეშვეობით მზის სისტემის და მზის სამგანზომილებიან გამოსახულებებს მივიღებთ; მოხდება მზის გარე ატმოსფეროს და კორონარული მასების გამოტყორცნის ვიზუალიზაცია, დადგინდება პროცესები, რომელთა მეშვეობითაც მასა და ენერგია მზის ქარად გარდაიქმნება, დამუხტული ნაწილაკების ნაკადად, რომელიც ჩვენი მნათობიდან განუწყვეტლივ მოედინება, განაპირობებს კოსმოსურ ამინდს და საფრთხეს უქმნის კოსმოსურ ხომალდებსა და ასტრონავტებს.

“პლანეტათშორისი სივრცე ცარიელი როდია.. ის სავსეა ტურბულენტური მზის ქარით, რომელიც გამუდმებით გარს ევლება დედამიწასაც.“ – აღნიშნავს მთავარი მეცნიერი, კრეგ დეფორესტი. – „მისსია PUNCH სხვა ვარსკვლავების სტრუქტურის გარკვევაშიც დაგვეხმარება, რომ ვნახოთ, თუ როგორია მათ მიერ შექმნილი კოსმოსური ამინდი, ისეთივე, როგორსაც მზე განაპირობებს ჩვენს
დაწვრილებით SPHEREx და PUNCH შესახებ:
მისსიას SPHEREx ხელმძღვანელობს NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) ასტროფიზიკისა და სამეცნიერო მისსიების დირექტორატი. ტელესკოპი და მისი მატარებელი აგებული იქნა BAE Systems-ის მიერ (ყოფილი „Ball Aerospace“). მსოფლიოს გარშემო SPHEREx-იდან სამეცნიერო მონაცემებს მიიღებენ და გადაამუშავებენ: აშშ-ს 10 დაწესებულება, სამხრეთ კორეის ორი და ტაივანის ერთი ინსტიტუტი. შემდეგ ისინი დაარქივდება კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში Caltech/IPAC , რომელიც JPL-ს მართავს. SPHEREx მონაცემთა საცავი საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი NASA-IPAC-ის ინფრაწითელი სამეცნიერო არქივიდან.
სამრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტი (Southwest Research Institute – SwRI) უძღვება PUNCH მისსიას; ტექსასის შტატის ალაქ სან-ანტონიოში, ინსტიტუტის სათაო ოფისში აეწყო ოთხი ფართო ხედვის ინსტრუმენტის მატარებელი ოთხი ხომალდი, ხოლო ვიწრო ხედვის ინსტრუმენტი დამზადებული იქნა ვაშინგტონის საზღვაო-კვლევით ლაბორატორიაში. მისსია იმართება კოლორადოს ქალაქ ბოულდერის SwRI ოფისებიდან, რომლებიც NASA-ს გოდარდის კოსმოსური ცენტრის კვლევითი პროგრამების დაქვემდებარებაშია.
SPHEREx და PUNCH კოსმოსში გაშვების სერვისი განხორციელდა ფლორიდის კენედის სახ. კოსმოსური ცენტრის სასტარტო მოედნიდან NASA მიერ.
მეტი: https://svs.gsfc.nasa.gov/14773. NASA-ს სხვა სამეცნიერო მისსიების სანახავად ეწვიეთ: http://science.nasa.gov.