ამერიკელები ამ კვლევას პროექტ Near Earth Object(დედამიწის ახლოს მოძრავი ობიექტები)-ის ჩარჩოებში ატარებენ, რომლის მიზანი პოტენციურად საშიში სხეულების მონიტორინგია.
რუკაზე წარმოდგენილია მონაცემები, რომლებიც 1994 წლიდან 2013 წლის ჩათვლით იქნა შეგროვებული. ამ დროის განმავლობაში 556 მეტეორიტული მოვლენა იქნა დაფიქსირებული(საშიშროება პატარა ასტეროიდების მხრიდან). უმრვალესობა ატმოსფეროშივე დაიწვა, ზოგიერთმა კი პლანეტის ზედაპირამდე მოაღწია. მათ შორის ყველაზე ძლიერი ”ჩელიაბინსკელი” აღმოჩნდა. ჩელიაბინსკის რეგიონში 50-მდე ფრაგმენტი იქნა აღმოჩენლი, ყველაზე უფრო მასიური – 600 კილოგრამი, ტბა ჩებორკულის ფსკერიდან ამოიღეს(რა დაეცათ რუსებს თავზე?; რა გაიგეს მეცნიერებმა ჩელიაბინსკის მეტეორიტზე?; სათვალთვალო სადგურებმა ჩელიაბინსკის მეტეორიტის აფეთქება დააფიქსირეს).
აქტიური სეისმური ზონებიდან შორს მდებარე 4 მაგნიტუდის ტალღა ჩელიაბინსკთან.
ასტეროიდულ-კომეტური საშიშროების(საშიშროება კოსმოსიდან) კვლევა NASA-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. ადამიანებამდე ჩვენს პლანეტაზე დინოზავრები ბატონობდნენ, რომლებიც ასტეროიდთან შეჯახებამ იმსხვერპლა. დაცემის ადგილზე მექსიკის ყურე წარმოიქმნა. სწორედ ამის გამო გაიზარდა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ათჯერ Near Earth Object-ის ფინანსირება(დინოზავრები მაინც ასტეროიდმა დახოცა…; 26 ასტეროიდი ბოლო 13 წლის განმავლობაში; მოვერცხლისფრო ღრუბლები და მეტეორიტი საქრთველოს ცაზე).