NASA – მარსზე, მარილიანი წყალი ახლაც მოედინება

 ნასას მიერ ჩატარებული პრეს-კონფერენციის მთავრი დასკვნა(NASA) – მარსზე ახლაც არის მარილიანი თხევადი წყლის სეზონური ნაკადები. მარსის ორბიტალური მზვერავის(MRO), მაღალი გარჩევადობის კამერით(HiRISE) მიღებული ფოტოების ანალიზის მერე, ნასას სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ეს წარმონაქმნები თბილ სეზონებზე ჩნდება და აცივებასთან ერთად ქრება.

 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჯიმ გრინი(ნასას მთავარი პლანეტოლოგი), მაიქლ მაიერი(მარსის მკვლევარი ჯგუფის მთავარი სპეციალისტი სააგენტოში), მერი ბეთ ვილჰელმი(ეიმსის კვლევითი ცენტრი კალიფორნია, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი), ლუჰენდრა ოიჰა(ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი), ალფრედ მაქუინი(HiRISE-ს მთავარი სპეციალისტი).

 ა.შ.შ. ორ კვლევით ლაბორატორიას ამაზადებს. პირველი – InSight(მარსის წიაღის სეისმური, გეოდეზიური და ტემპერატურული მკვლევარი), სტარტი 2016 წლის მარტისთვის იგეგმება. მეორე – ”ცნობისმოყვარეს” მსგავსი მარსმავალის დასმა წითელ პლანეტაზე 2020 წლისთვის და ინფორმაციის შეგროვება პილოტირებული მისიებისთვის, რომელიც 2030-იან წლებში უნდა მოწყოს.

 პილოტიორებული მისია, მარსისკენ და უკან 500 დღე-ღამე გაგრძელდება. ამ მიზნით, საეთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ექსპრეიმენტი ტარდება, ადამიანის გრძელვადიანი ყოფნისა კოსმოსის პირობებში. ფრენა განხორციელდება ხომადით, რომელზეც კომპანია ლოქჰიდ მარტინი მუშაობს, სახელად – ”ორიონი”, რომელსას ბოინგის მიერ შექმნილი ზემძიმე რაკეტა – SLS, გაიტანს. ორიონის პირველი სატესტო გაშვება 2014 წლის დეკემბერში მოეწყო. SLS-ის ტესტირება კი 2018 წლისთვისაა დაგეგმილი(”მარსის მზვერავმა” მგონი თხევადი წყალი აღმოაჩინა; NASA-მ ”მფრინავი თეფში” გამოცადა).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=MDb3UZPoTpc

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.