ნასას ახალი მეგა-რაკეტა!

 ნასა ახალ მეგა რაკეტაზე მუშაობს, rocket_1რომელიც ღრმა კოსმოსის კვლევებზეა გათვლილი, მისი გაშვება კი 2018 წლის ნოემბერს იგეგმება. რაკეტის სატესტო გამოცდა 2017 წელს მოხდება და თუ ხომალდი ტესტირებას კარგად ჩააბარებს, მეცნიერები მას დაუფიქრებლად კოსმოსში უკრავენ თავს.

 მეგა-რაკეტა სახელად SLS,  ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტი იქნება რაც კი აქამდე კაცობრიობას შეუქმნია. 122 მეტრი სიგრძის ხომალდი არა მხოლოდ კოსმოსურ კვლევებს შეასრულებს, არამედ ასტრონავტებსაც კი გადასხვას ასტეროიდებზე და მარსზეც კი. რაკეტის ღირებულება 7 მილიარდ დოლარს უტოლდება. SLS 2პროექტი იმდენად ამბიციური და გრანდიოზულია, რომ მას საკმაოდ დიდი მუშაობა და ძალები სჭირდება, ამიტომ მეცნიერები შიშობენ, რომ გარკვეული პრობლემების გამო ხომალდის აგება შესაძლოა დათქმულ დროზე გვიან მოხდეს, თუმცა პროექტის ხელმძღვანელთა თქმით, ყველა თავდაუზოგავად იმუშავებს, რათა 2018 წელს მეგა-რაკეტა  კოსმოში გაიჭრას და კაცობრიობას ახალი აღმოჩენები მოუტანოს(პილოტირებული მისია მარსისკენ, ნასას გარეშე ვერ განხორციელდება ;პროექტი SLS მიღებულია).

ძრავების ხმის წყლით ჩახშობის მოწყობილობის ტესტირება ხომალდის პროტოტიპზე.

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

 

5 comments

  1. სიჩქარეს დამუხრუჭება მოსდევს, რომელიც ასევე ენერგოტევადი პროცესია. ”ახალი ჰორიზონტები”, რომელიც პლუტონის საკვლევად გაუშვეს, ისე სწრაფად მოძრაობს, რომ არა პლუტონის ორბიტაზე გავა, არამედ ახლოს ჩაუვლის მას….

  2. ნასაში მომინდა რაკეტებზე მუშაობა ამ ბოლო დროს, ან რამეს აწყობაზე მუშაობა, მარა აქედან ჩემი იქ წასვლა ზღაპრად მეჩვენება : S

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *