პილოტირებული მისია მარსისკენ, ნასას გარეშე ვერ განხორციელდება

 არაკომერციული ორგანიზაცია Inspiration Mars-ი მარსისკენ ცოლ-ქმარის გაგზავნას აპირებს(Space.Com.).  პროექტის ინიციატორი მულტიმილიონერი დენის ტიტო(პირველი კოსმოსური ტურისტი) და მისი თანამოაზრეები აღიარებენ, რომ ეს მისია ნასას გამოცდილების, ტექნოლოგიებისა და ფინანსური დახმარების გარეშე ვერ შედგება.

 სტარტი 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 5 იანვრის შუალედში უნდა განხორილდეს. კოსმოსური ხომალდი წითელ პლანეტას 160 კილომეტრით უნდა მიუახლოვდეს, შემდეგ კი უკან, დედამიწაზე 2019 წლის მაისში უნდა დაეშვას. ორი ასტრონავტი კოსმოსში 501 დღეს გაატარებს.

 პროექტს პათოსურ-პატრიოტული სახელი აქვს Mission for America(მისია ამერიკსითვის), რომელმაც, როგორც ჩანს, ფედერალური იდეოლოგები უნდა დააინტერესოს. წითელი პლანეტის შემოფრენა ამერიკელი მეცნიერების ახალი თაობის სულისკვეთებას გაზრდის, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა მზის სისტემის საკვლევი პილოტირებული მისიები კვლავაც განხორციელდეს, ხოლო ა.შ.შ. პირველობას შეინარჩუნებს.

 ნასას ტექნოლოგიურ დახმარებაში, პირველ რიგში, ზემძიმე რაკეტა-მატარებელი SLS იგულისხმება, რომლის პირველი გაშვება 2017 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

SLS 2 SLS-ი ორბიტაზე ჯერ საჭირო ტვირთს გაიტანს: SLS-ის ზედა საფეხური, სიცოცხლისათვის თავსებადი მოდული მოცულობით 17 კუბური მეტრი(მისი პროტოტიპი კორპორაცია Orbital Sciences-ს სატვირთო ხომალდი Cygnus-ი იქნება), სამოსამსახურეო მოდული(ენერგიის წყარო, ძრავები და კავშირის სისტემა) და დასაშვები მოდული(მრავალჯერადი გამოყენების ხომალდი Orion-ის ბაზაზე).

 მეორე სტარტით(ალბათ კერძო რაკეტა გაფრინდება) ორბიტაზე ორ ასტრონავტსა და ორბიტალურ მოდულს გაიყვანენ, რომლიდანაც ასტრონავტები უშუალოდ მარსისაკენ მიმავალ ხომალდში გადავლენ. SLS-ის ზედა საფეხური ძრავებს ჩართავს და მოგზაურობაც დაიწყება.

 Inspiration Mars-ის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ გეგმის რეალიზება ადვილი არ იქნება. მაგალითად, დასაშვებმა მოდულმა ასტრონავტები უზარმაზარი ტემპერატურისაგან უნდა დაიცვას, რადგან ის ატმოსფეროში 51 500 კმ/სთ. სიჩქარით შემოვა. მიუხედავად ამისა, ენთუზიასტები თვლიან, რომ საჭირო ტექნოლოგიები უკვე არსებობს, ან შემუშავების სტადიაზეა(მარსის კოლონიზაციაში საწამლავი დაგვეხმარება; შესაძლებელია თუარა გამრავლება მარსზე?; ჩვენი მომავალი: მარსის კოლონიზაცია; მოგზაურობა მარსზე 39 დღეში; მარსისკენ მოგზაურობა მოსაწყენი საქმეა…; დარტყმისთვის მზადება: საშიში მარსი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.