METI-მ მეზობელი ვარსკვლავისკენ სიგნალი გაუშვა რადიო ტელესკოპი EISCAT(თრომსიო, ნორვეგია)

METI-მ მეზობელი ვარსკვლავისკენ სიგნალი გაუშვა

 რადიოკავშირი უცხო ცივილიზაციებთან(METI)

 ამ არაკომერციული ორგანიზაციის შტაბბინა საფრანცისკოში მდებარეობს და მის სამიზნეს ახლა, დედამიწიდან 12,36 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ლეითენის(ასტრონომი ვილემ ლეითენი) ვარსკვლავი(GJ 273) წარმოადგენს. მისიის სახელია Sónar Calling GJ 273b და კატალონიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტთან და ფესტივალ  Sónar-თან პარტნიორობს. GJ 273b – ამ ვარსკვლავის გარშემო მძრავი ერთ-ერთი ვარსკვლავია და ასტრონომთა აზრით, ის სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში(მასზე თხევადი წყლის არსებობაა შესაძლებელი) უნდა მოძრაობდეს.

 იმედთან ერთდ, რომ ოდესმე უცხო ცვილიზაციებისგან პასუხს მივიღებთ, პროექტი ასევე მიზანად ისახავს არამიწიერი ცივილიზაციების ძებნისადმი მიდგომების გაუმჯობესებას. “ეს არის მეთოდის გამოცდა, რომელიც მომავალში ასჯერ, ათასჯერ და თუ საჭირო იქნება მილიონჯერაც გამნმეორდება!” – ამბობს METI-ის დირექტორი დუგლას ვაკოჰი(ინტერვიუ Space.com).

ნორვეგიული ანტენა EISCAT

 ლეითენის ვარსკვლავისკენ გაგზავნილი სიგნალი, მათემატიკურსა და უკუკავშირის ზოგადმეცნიერულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს, ასევე 33 მოკლე მუსიკალურ ნაწარმოებს შეიცავს, რომლებიც  Sónar-მა შეარჩია. რადიო სიგნალი, 32 მეტრიანი რადიოტელესკოპის საშუალებით გაიგზავნა – EISCAT. იმის გათვალისწინებით, რომ ლეითენის ვარსკვლავი საკმაოდ ახლოსაა დედამიწასთან(კოსმოსური მასშტაბებით), თუ წარმოუდგენელი ამბავი მოხდა და გვიპასუხეს, პასუხი 25 წლის მერე მოგვივა უკან(12 ს.წ იქეთ, 12 ს.წ. აქეთ…).

ექსპერიმენტის კრიტიკა

 METI-მ თავისი სახელი SETI-ს საპირწონედ აიღო, პროექტისა, რომელიც მხოლოდ სიგნალების მიღებასა და ანალიზზეა ორიენტირებული. METI-ს გააქტიურებმ მოსალოდნელი კრიტიკა გამოიწვია. ცნობილი ასტროფიზიკოსი სთივენ ჰოქინგი შიშობს, რომ უკიდურესად განვითარებული ხელოვნური ინტელექტი ამ სიგნალებს მიიღებს, დედამიწის ადგილმდებარეობას გაიგებს და არვინ იცის რა შეიძლება მოყვეს ამას, იქნებ – აგრესია. მისი თქმით, ეს იქნება ინდიელებისა და კონკისტადორების შეჯახების მსგავსი მოვლენა, რომელიც XV საუკუნეში მოხდა და ინდიელებისთვის სავალალოდ დასრულდა.

 ვაკოჰი, ჰოქინგის პესიმიზმს არ იზიარებს და ამბობს, რომ უკვე 50 წელია, რაც რადიო და ტელე სიგნალები დედამიწიდან კოსმოსში იპარება. ამ მომენტისთვის, როგორც ჩანს, განვითარებულ ცივილიზაციებამდე მათ ვერ მიაღწიეს ან ისინი არ შემოდიან ჩვენთან კონტაქტში.

 “თუ ფიქრობთ, რომ უცხოპლანეტელები პირდაპირ ჩვენს გასანადგურებლად გამოვარდებიან, სიმღერა I Love Lucy-ის მოსმენის მერე, ან საბრძოლო კოსმოსური ხომალდების არმადას გამოგზავნიან, მაშინ ყველა რადიოგადამცემი ახლავე უნდა გამოვრთოთ” – ამბობს სეთ შოსტაკი, SETI-ს წამყვანი ასტრონომი(სეთ შოსტაკის ვრცელი ინტერვიუ).

 დღევანდელი დღისთვის, კაცობრიობამ 12 რადიო სიგნალი გააგზავნა კოსმოსში, METI-ს ჩათვლით. ყველაზე უფრო ცნობილია “არესიბოს გზავნილი”, რომელიც ქიმიური ნივთიერებებისა და ნაერთების ფორმულებს შეიცავდა, რომლებითაც დნმ არის აწყობილი – ის 1974 წელს გააგზავნეს(არესიბო – ყველაზე დიდი ტელესკოპი მსოფლიოშ). METI-ს მეორე სამიზნე, მზის უახლოესი ვარსკვლავის, კენტავრის პროქსიმას პლანეტა იქნება(პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?როდის მოვა სიგნალი გედის 16-დან?).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *