სპირალურ გალაქტიკებს M31 (მარცხნივ) და M33 (მარჯვნივ), პლანეტა დედამიწის ცაზე 14 გრადუსიანი სივრცე აშორებს ერთმანეთს (28 სავსე მთვარის დისკო). ორივე გალაქტიკა, ირმის ნახტომის ჩათვლით, გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფის წევრია (გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა). სხვადასხვა რაკურსით გადაღებული სურათებით აწყობილი გამოსახულება, ამ გალაქტიკების სპირალურ სტრუქტურას წარმოგვიდგენს, ისინი თითქოს წონასწორობაშია ელვარე ვარსკვლავის – მირაკის (ანდრომედას ბეტა) მიმართ. სინამდვილეში, M31, იგივე ანდრომედას გალაქტიკა, ჩვენიდან 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ხოლო M33, იგივე სამკუთხედის გალაქტიკა – 3 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. მირაკი, ირმის ნახტომის (1) შიგნით არის, მზიდან 200 სინათლის წლის მანძილზე. M31-სა და M33-ს შორის მანძილის მიუხედავად, ისინი გრავიტაციულ ურთიერთქმედებაშია ერთმანეთთან. რადიოასტრონომებმა ამ გალაქტიკების შემაერთებელი ნეიტრალური წყალბადის ხიდი აღმოაჩინეს, რაც წარსულში მომხდარ ურთიერთ მიახლოებაზე მეტყველებს (ხიდით გადაბმული გალაქტიკები). დაკვირვებებზე დაფუძნებული მოდელირების მიხედვით, ირმის ნახტომი, M31 და M33, მილიარდი წლის განმავლობაში არაერთხელ მიუახლოვდება ერთმანეთს და საბოლოოდ, ერთ დიდ გალაქტიკაში გაერთიანდება (ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა); გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
M31, მირაკი, M33
Posted by