M15-ის ვარსკვლავები ”გაია”-სგან

 მესიე 15-ის ასაკი 13 მილირდი წელია. ის ერთ-ერთია, დაახლობით 170 სფერული ვარსკვლავთგროვიდან, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ფორმირების დროს ჩამოყალიბდა და ახლაც ირმის ნახტომის ჰალოში მოძრაობს. პეგასის თანავარსკვლავედში მდებარე 200 სინათლის წლის ზომის გროვამდე მანძილი 35 ათასი სინათლის წელია.

 ეს ანიმაცია, ვარსკვლავთა მდებარეობის, ელვარებისა და ფერის მაღალი სიზუსტით გაზომვებზე დაყრდნობით შეიქმნა. მონაცემთა მასივი ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა მასკანირებელი კოსმოსური ობსერვატორიის, ”გაია”-ს საშუალებით იქნა მიღებული, რომელმაც ირმის ნახტომის 1,3 მილიარდამდე ვარსკვლავის პარალაქსი, შესაბამისად, მანძილები დაადგინა. გამოსახულებაზე ნაჩვენები მოციმციმე წერტილები, ქნარის RR-ის ტიპის ვარსკვლავებია M15-ში. ეს ევოლუციონირებული ვარსკვლავებია, ცვალებადი მნათობები დღე-ღამეზე მცირე პულსაციათა პერიოდებით, რომელთა პულსაციის პერიოდი და ელვარების ცვლილება კავშირშია (ქართველი ასტრო ფოტოგრაფის მიერ გადაღებული M15).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.