ISON-ი მოდის

 რამდენად შთამბეჭდავი გახდება კომეტა ISON? ერთმნიშვნელოვან პასუხს ჯერჯერობით ვერავინ იძლევა. ამ მომენტისთვის კომეტა მზის სისტემის შიგა ნაწილებს უახლოვდება და სამწუხაროდ, ელვარებას ძალიან ნელა უმატებს, ვიდრე ადრინდელი წინასწარმეტყველებებით იყო ნავარაუდევი. ამ ფოტოზე კომეტა ISON-ი ორი კვირის წინათ აღიბეჭდა, როცა მისი კუდი განვითარებას აგრძელებდა. წინა კვირას კომეტა მარსთან ახლოს იყო და მისი გამოსახულებები მარსის ორბიტალურმა მზვერავმა(MRO – მარსის ორბიტალური მზვერავები) გადაიღო. ნოემბრის ბოლოს, როცა ISON-ი მზეს ამ უკანასკნელის რამდენიმე რადიუსის მანძილზე მიუახლოვდება, ძალიან გრძელ კუდთან ერთად შეიძლება მთვარეზე ელვარე გახდეს, თუმცა შესაძლებელია, ნაკლებად ეფექტურადაც გამოიყურებოდეს. ყველა შემთხვევაში, ცაზე დაკვირვების მოყვარულებს, გადაურჩბა თუ არა კომეტა მზესთან მიახლოებას, მაინც ეფექტურ ციურ წარმოდგენას მოაწყობს, რაც ალბათ წლის ბილომდე გაგრძელდება(კიდევ ISON-ზე).

2 comments

  1. აი ამ კომეტას რო ველოდები ტყუილია რა ეგრე არაფერს არ დავლოდებივარ ცხოვრებაში.ბინოკლით არ გამოჩნდება მთიდან?
    ძაან მაინტერესებს ნახვა.
    ტელესკოპს იმხელა გზაზე ვერ წავიღებ 🙁

  2. კი გამოჩნდება, მაგარმ ძალიან ადრე მოგიწევს ადგომა, სანამ ინათებს, აღმოსავლეთით ჩანს მარსის გვერდზე, მომწვანო ელფერი აქვს მიღებული… ეს გამოსახულება ნახე,
    ეს დილის ხუთი საათის ცაა…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.