ვარსკვლავი, ფოტოს ზედა ნაწილში, ისეთი ელვარეა, რომ მის ქვემოთ მოქცეული გალაქტიკა მხედველობიდან შეიძლება გამოგვრჩეს. ორივე ობიექტი ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ერთმანეთისგან ერთი გრადუსით არის დაშორებული. რეგული – მთავარი მიმდევრობის ახალგაზრდა ვარსკვლავი. ის ჯერადი ვარსკვლავური სისტემის ნაწილია, ანუ ჰყავს კომპანიონი ვარსკვლავი, რომელიც ფოტოზე ოდნავ ქვემოთ და მარცხნივაა. ლომი I – ადგილობრივი ჯგუფის, ჩვენი გალაქტიკისა და M31 (ანდრომედა)-ის მეთაურობით, სფეროიდული ჯუჯა გალაქტიკაა. ლომი I, ირმის ნახტომისთვის ადგილობრივი ჯგუფის ცნობილ ჯუჯა გალაქტიკათა შორის უშორეს თანამგზავრად ითვლება. რეგულამდე მანძილი 75 ათასი, ხოლო ლომი I-მდე 800 000 სინათლის წელია.
რეგული და ჯუჯა გალატიკა ლომი I
Posted by