Falcon 9 და ირმის ნახტომი

 6 მაისის შუაღამეს, კომპანია SpaceX -ის კუთვნილი რაკეტის – Falcon 9-ას სტარტი განხორციელდა. რაკეტის მეორე საფეხური დაბალ ორბიტაზე უნდა გასულიყო, თუმცა ამ ფოტოზე, რომელზეც სამხრეთ-დასავლეთის ხედია აღბეჭდილი, მისი კვალი თითქოსდა ირმის ნახტომის ცენტრისკენ არის მიმართული. ორი მიმდევრობითი ექსპოზიცია, შტატივზე დამაგრებული კამერის საშუალებით გაკეთდა. მათი გაერთიანებით კი რაკეტაც გამოჩნდა და ჩვენი გალაქტიკაც. სამწუთიანი ექსპოზიცია, კამერის დაბალი მგრძნობელობით, რაკეტის ელვარე ნარინჯისფერ კვალს წარმოგვიდგენს, ხოლო 30 წამიანი, მაღალი მგრძნობელობით, ვარსკვლავებსა და ირმის ნახტომის სუსტ ნათებას. ვარსკვლავების ფონზე ელვარე ნარინჯისფერი მარსი დომინირებს. რამდენიმე წუთის მერე, რაკეტის ამაჩქარებლები ისევ ჩაირთო და შავარდენი(Falcon), უპილოტო ავტონომიური კოსმოპორტისკენ – ”რა თქმა უნდა, მე მაინც მიყვარხარ”, გაემართა, რომელიც ატლანტის ოკეანეში, კანავერალის კონცხიდან 645 კილომეტრის მოშორებით, საიდანაც რაკეტა გაუშვეს, მას მოთმინებით ელოდა.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=T5pPddUMAUc

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.