ESA-ს ახალი ტელესკოპი ახლო ვარსკვლავების პლანეტებს გამოიკვლევს

 ტელესკოპი, რომელსაც ”ხეოფსი” შეარქვეს დედამიწის გარშემო 800 კილომეტრი სიმაღლის ორბიტაზე იმოძრავებს. ”უკვე ცნობილ ეკზოპლანეტებიან ვარსკვლავებზე დაკვირვებით, ”ხეოფსი” ასტრონომებს საშუალებას მისცემს შეადარონ ამ პლანეტების მასები დედამიწას სიზუსტით, რომლის მიღწევა ზედაპირზე არსებული ტელესკოპებით შეუძლებელია” – ამბობს ალვარო ჰიმენეს-კანიეტე, ESA-ს შემეცნებითი და ავტომატური კვლევების დირექტორი.

 მისია ”ხეოფსი” ESA-მ  26 მცირე მისიიდან ამოარჩია. ეს პოტენციურად ახალი კლასის კოსმოსური მისიაა ევროპის კოსმოსური სააგენტოს შემეცნებით პროგრამაში, აცხადებენ ESA-ს წარმომადგენლები.

 1992 წლიდან ასტრონომებმა 800-ზე მეტი ეკზოპლანეტის(კანდიდატობის რაოდენობა გაცილებით მეტია) არსებობა დაამტკიცეს, ტრანზიტითა თუ სხვა პლანეტებზე სანადირო მეთოდებით, დედამიწის ზედაპირიდან თუ ორბიტალური ტელესკოპებით(”კეპლერი”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.