Dawn-მა პროგრამის ძირითადი ნაწილი დაასრულა

 ავტომატურმა ზონდმა – Dawn(”განთიადი”), რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეორიდულ სარტყელში მდებარე ობიექტებს, ვესტასა და ცერესს იკვლევდა, მისია წარმატებით დაასრულა(nasa).

gantiadi
Dawn(განთიადი(NASA)).

 2007 წლის სექტემბრიდან, ავტომატურმა სადგურამა დახლოებით 5,6 მილიარდი კილომეტრი გაიარა, 2450-ჯერ შემოუფრინა ვესტასა და ცერესს, ამ ციურ სხეულთა 69 ათსზე მეტი ფოტო გადმოსცა დედამიწაზე. აპარტის მანევრირება იონური ძრავის საშუალებით ხდებოდა, რომელმაც შეუჩერებლად 48 ათასი საათი იმუშავა.

 ამ მისიის საშუალებით გაირკვა, რომ ხსენებული სარტყლის ყველაზე დიდ ასტეროიდზე – ვესტა, წყლის მცირე რაოდენობაა, თუმცა არის მთა, რომელიც ევერესტზე ორჯერ მაღალია. ჯუჯა პლანეტა ცერესის მეოთხედი წყლის ყინულისგან შედგება, დადგინდა მის ზედაპირზე მდებარე კრატერის – ოკატორი, ელვარების მიზეზიც(კიდევ Dawn-ის შესახებ).

chur fili rozeta
კომეტა, ”ფილი”, ”როზეტა”(ESO).

 მისია Dawn-ის დასრულებასთან ერთად, რომელზე პასუხისმგებელიც ნასაა, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომაც გამოაცხადა პროგრამის დასრულების შესახებ სახელად – ”როზეტა”. ამავე სახელის მქონე ავტომატური სადგური, 30 სექტემბერს კომეტა ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ზედაპირზე დაეშვება. დაშვებასთან ერთად, აპარატის ყველა მოწყობილობა ჩაირთვება, მათ შორის კამერებიც. ამ მომენტისთვის,”როზეტა” 573 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული მზიდან, ხოლო დედამიწიდან – 720 მილიონი კილომეტრით. აპარატიდან გადმოცემული სიგნალი(სინათლის სიჩქარე) დედამიწამდე 40 წუთიანი დაყოვნებით აღწევს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.