”ჯუნო” იუპიტერს მიუახლოვდა

 იუპიტერის მიმართულებით ხუთწლიანი მოგზაურობის მერე, ავტომატური თანამგზავრი ”ჯუნო”, ამ გიგანტს აქამდე არნახული თვალსაწიერით, ჩრდილოეთი პულუსის მხრიდან უახლოვდება. კოსმოსური აპარატის ბორტზე არსებულმა კამერამ – ”ჯუნოკამი”, ეს გამოსახულება 21 ივნისს მიიღო, როცა მასსა და გაზის გიგანტს შორის მანძილი 10,9 მილიონ კილომეტრს უტოლდებოდა. ჩანს იუპიტერის ღამის მხარე და გელილეისეული ოთხი თანამგზავრი. ”ჯუნოკამმა” ამ პლანეტის ღრუბლიანი ატმოსფეროს დეტალები უნდა გადაიღოს(იუპიტერის ატმოსფეროს გიგანტური ღრუბლები), რომელიც ზონებისა და სარტყლებისგან შედგება. 4 ივლისს, ”ჯუნომ” მთავარი ძრავა უნდა ჩართოს, დამუხრუჭდეს და ორბიტაზე გავიდეს. თუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, ეს იქნება პირველი აპარატი, რომლის ორბიტა იუპიტერის პოლუსებზე გადის და 20 თვიანი მისიის განმავლობაში, პლანეტის ღრუბლიან საფარს 5000 კილომეტრზე მიუახლოვდება.

One comment

  1. საინტერესო პროექტია იმედია ყველაფერი წარმატებით ჩაივლის როგორც იძახიან ყველაზე დიდ რისკებს “დამუხრუჭებსის” პროცესი შეიცავს, ისე თბილისის დროით დამუხრუჭების პროცესი 5 ივლის დილის 7:18 საათიდან დაიწყება და დაახლოებით 35 წუთი გაგრძელდება

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.