
ასტრონომებმა, წითელი ჯუჯების გარშემო, სიცოცხლის გაჩენისთვის შესაფერისი ზონის რადიუსი გაზარდეს, რეგიონისა, რომელშიც მყოფ პლანეტაზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა (arXiv.org).
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ

ასტრონომებმა, წითელი ჯუჯების გარშემო, სიცოცხლის გაჩენისთვის შესაფერისი ზონის რადიუსი გაზარდეს, რეგიონისა, რომელშიც მყოფ პლანეტაზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა (arXiv.org).
ასტროფიზიკოსმა უესლი ტრაუბმა რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან(JPL) დაადგინა, რომ მზისმაგვარ ვარსკვლავთა მესამდს ორბიტაზე აქვს ეკზოპლანეტა, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწას. მისი ნამუშევარი ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
ასტრონომებმა დაადგინეს, რომ გაზური გიგანტი COROT-2b 100 000-ჯერ მეტ რენტგენულ ნაკადს იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან გამოსხივებულ რენტგენის სხივებს. ეს გამოსხივება პლანეტას საკმაოდ მაღალი სიჩქარით აორთქლებს.
ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის( ESO) ასტრონომებმა კონფერენცია ” Extreme Solar Systems“-ზე შვეიცარიაში, წარმოადგინეს 50 ახალი ეკზოპლანეტის სია, რომლებიც მათ სპექტროგრაფ HARPS-ისშუალებით აღმოაჩინეს.

ევროპის ობსერვატორია აცხადებს, რომ ის 12 სექტემბერს დაასახელებს იმ მნიშვნელოვან აღმოჩენას, რომელიც სხვა პლანეტებთანაა დაკავშირებული.

ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერებმა (შვეიცარია) განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს პლანეტა, რომელზეც შესაძლებელია იყოს სიცოცხლე. ის დედამიწზე 3,6-ჯერ მძიმეა და 36 000 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული. სტატიის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Astronomy & Astrofysics გამოქვეყნდა, პლანეტა ვარსკვლავ HD 85512-ის ორბიტაზე ბრუნავს.

ასტრონომებმა ყველაზე მკვრივი(წინა რეკორდსმენი) ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. ობიექტი, იუპიტერის მასით, მხოლოდ 55 ათასი კილომეტრის ზომისაა. ანუ მისი სიმკვრივე 23 გრამია კუბურ სანტიმეტრზე, ორჯერ მეტი ტყვიის სიმკვრივეზე. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტა შესაძლებელია ერთი დიდი ალმასის კრისტალი იყოს.

ასტრონომთა ჯგუფმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ამერიკიდან და ბრიტანეთიდან აღმოაჩინა სისტემა საკმაოდ ეკზოტიკურ ორმაგ ვარსკვლავთან. აღმოჩენამ ახალი კითხვები წამოჭრა ასეთ სისტემაში პლანეტების ჩამოყალიბებისა და მთლიანად სისტემის სტაბილურობის შესახებ.
ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს თავისი ვარსკვლავიდან შორს მყოფი კლდოვანი პლანეტა გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით.