პასუხი კითხვაზე ჩვენს მომხმარებელ KAI-ს
მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ დედამიწა ყოველთვის მზეზე ვარდება, თუმცა ვერა და ვერ ახერხებს ამას. აგერ უკვე 5 მილიარდი წელია ის განუწყვეტლად მოძრაობს თავის ორბიტაზე, ამ მოძრაობაში ერთმანეთთან არის შერწყმული განუწყვეტელი მზისკენ ვარდნა და მოძრაობა(რომელიც დედამიწამ “მემკვიდრეობით მიიღი თვითონ მზის სიტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე) მნათობის საწინააღმდეგო მიმრთულებით, ასეთი წონასწორობის გამო საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე თითქმის არ იცვლება.




მზის შორეული მხრის დეტალური გამოსახულება მიღებულ იქნა 2011 წლის 2 თებერვალს, ორი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების ერთმანეთთან “მიკერების” შემდეგ. ცენტრში შავი ზოლი არის ადგილი, რომელიც შეივსება 6 თებერვალს გადაღებული კადრების დამუშავების შემდეგ(NASA-ს ფოტო).

სპეციალისტთა გაერთიანებულმა ჯგუფმა ამერიკის ოთხი ინსტიტუტიდან, რომელსაც ნასა აფინანსებს, შეადარა ე.წ. მაღალსიდეროფილური ელემენტების შემცველობა დედამიწის ქერქსა და მანტიაში, აგრეთვე მთვარის და მარსული მეტეორიტების შემადგენლობაში.