სამყაროს შექმნის თეორია სიმართლე აღმოჩნდა

 კალიფორნიელმა მეცნიერებმა სამყაროს შექმნის ძირითადი თეორია დაამტკიცეს. ასტრონომებმა აღმოაჩინეს ორი გაზური ღრუბელი, რომლებიც ფაქტიურად დიდი აფეთქების მერევე ჩამოყალიბდნენ, მოვლენისა, რომლის შედეგადაც ჩვენი სამყარო შეიქმნა. ამაზე მათ მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები მეტყველებენ.

პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე

მზის სისტემის პლანეტები, როგორც დედამიწა, “პლანეტოძვრებს” განიცდიან. ეს დაამტკიცა უკვე ისტორიად ქცეულმა “აპოლონის” მისიებმა მთვარეზე. მისიის დროს მიღებულ მონაცემებს მეცნიერები ახლაც იკვლევენ და მათზე დაყრდნობით ადგენენ პლანეტების კვლევის მომავალ გეგმებს. რატომ ვსწავლობთ ჩვენ პლანეტების სეისმოაქტიურობას? და რა ვიცით მის შესახებ?

ნატიფი სტრუქტურის მუდმივობა ეჭვქვეშ დააყენეს

თხელი სტრუქტურის მუდმივა, აღინიშნება α-თი, არის ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას ახასიათებს(ამ ტერმინის შესაფერისი ქართული სიტყვა ინეტში ვერ მოვიძიე,იქნებ თქვენ იცოდეთ,astronet.ge).

პერსევსის GK – 1901 წლის ახალი ვარსკვლავი

საუკუნის დასაწყისში პერსევსის GK ყველაზე ელვარე ვარსკვლავად იქცა პლანეტა დედამიწის ცაზე. აფეთქების დროს გამოტყორცნილი ნივთიერება გაფართოებას აგრძელებს და ნისლეულად იქცევა, რომლსაც ნისლეული ფეიერვერკი შეარქვეს(ვიდეო).

 

ნეიტრინო

 ნეიტრინო – სტაბილური ნეიტრალური ლეპტონი(ლეპტონები-(ბერძნ-მსუბუქი) – ფუნდამენტური ნაწილაკები ½ სპინით, რომლებიც არ მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებაში) ½ სპინით(0.28 ე.ვ. ნაკლები მასით) დაბალი ენერგიის ნეიტრინო უკიდურესად სუსტად ურთიერთქმდებს ნივთიერებასთან. 3-10 მევ. ენერგიის მქონე ნეიტრინოს წყალში თავისუფალი გარბენის სიგრძე 100 სინათლის წელია(!!!). ცნობილია აგრეთვე, რომ ყოველ წამში რაიმე შესამჩნევი ცვლილებების გარეშე 1 სმ²-ზე გადის მზიდან მომავალი 6×1010 რაოდენობის ნეიტრინო.

”ფერმიმ” ახალგაზრდა მილიწამიანი პულსარი აღმოაჩინა

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, გამოიყენა რა კოსმოსური გამა-ტელესკოპი ”ფერმი”, აღმოჩინა უცნაურად მძლავრი მილიწამიანი პულსარი, რომელიც ასეთი ობიეტქბის ფორმირების შესახებ არსებულ თეორიებს ეწინააღმდეგება.

კოსმოსში ფრენა ასტრონავტების ვიზუალური აღქმის აპარატზე მოქმედებს

  მართლაც ასე საშიშია ასტრონავტებისთვის კოსმოსში ფრენა? ამ კითხვაზე ამერიკის კოსმოსის კვლევის სააგენტო NASA პასუხობს. ის გახდა კვლევის სპონსორი, რათა გაირკვეს, როგორ მოქმედებს ასტრონავტების ჯანმრთელობასა და აღქმის სისტემაზე კოსმოსური ფრენები. კვლევების დროს დადგინდა, რომ კოსმოსში 6 თვე და მეტი ვადით ყოფნას, ასტრონავტთა ვიზუალური აღქმის აპარატის მუშაობაში შეუძლია ცვლილებათა მთელი სპექტრი გამოიწვიოს.

გამა ანთებამ ასტრონომებს ერთბაშად ორი გალაქტიკა გაუნათათ

გამა-ანთებამ GRB 090323 მეცნიერებს საშუალება მისცა კარგად დაეთვალიერებინათ ახალგაზრდა სამყაროს დროინდელი გალაქტიკები. მოკლედ ამის შესახებ ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის საიტზე დაიწერა.