თუ ისტორიას გადავხედავთ, ადრე მზეზე ციკლური ბრუნვის დროს მხოლოდ ერთი ლაქა შეინიშნებოდა ახლა უკვე მეცნიერებმა ორი აღმოაჩინეს და ელოდებიან, რომ მზე თავისი აქტიურობის პიკზე ამოფრქვევებს გააორმაგებს. სანამ გამოღვიძებას დაიწყებდეს მეცნიერებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია მზე რამდენად მრისხანე იქნება თავის 24-ე ციკლური ცვლის დროს. სავარაუდოდ, ჩვენი ვარსკვლავი მაისში გაახელს თვალს, ხოლო მისი მრისხანების პიკი 2014 წლამდე გასტანს. მიუხედავად იმისა, რომ მზე ამ ეტაპზე მშვიდია ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის სრულიად უმოქმედოდაა, სულ ახლახანს, 15 მარტს მან კოსმოსურ სივცეში დიდი პლაზმური ტალღა გამოტყორცნა, მაგრამ მას დედამიწისთვის არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. როგორც უკვე ავღნიშნეთ მზე გააქტიურებას იწყებს, მსგავს გეომაგნიტიურ ტალღას დედამიწაზე რადიო კომუნიკაციების დახშობა შეუძლია, მაქსიმუმ დაისის დიდი ცვლილება ანუ პოლარული ნათება გამოიწვიოს. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ვარსკვლავი დაგვინდობს და თავისი შვილებისადმი ლმობიერი იქნება(აქტიური მზე)…
ავტორი: თეო ჯაფარიძე.