ტელესკოპის გამოგონების წლად, უფრო სწორედ, გამადიდებლებიანი მილის, 1608 წელს თვლიან, როცა სათვალეების ჰოლანდიელმა ოსტატმა, ჰანს ლიფერსჰაიმ (წარმოშობით გერმანელი), თავისი გამოგონება ჰააგაში წარმოადგინა.
მიუხედავად ამისა, გამოგონება მას არ დაუპატენტეს, იმის გამო, რომ სხვა ოსტატებსაც – ზაჰარი იანსენს მიდელბურგიდან და იაკობ მეთიუსს ალკმაარიდან, ასეთი მოწყობილობები უკვე ჰქონდათ, ხოლო ამ უკანასკნელმა ლიფერსეჰაის წარმოდგენიდან მალევე, გენერალურ შტატებს (ჰოლანდიის პარლამენტი) პატენტზე მოთხოვნა გაუგზავნა. უფრო გვიანდელი კვლევებით დადგინდა, რომ მსგავსი ოპტიკური ხელსაწყოები იქამდეც, ჯერ კიდევ 1605 წლიდან იყო ცნობილი. 1604 წელს, კეპლერი ოპტიკურ სისტემაში სხივების სვლის შესახებ წერდა, რომელიც ორმხრივამოზნექილი და ორმხრივჩაზნექილი ლინზებისგან შედგებოდა. უმარტივესი ლინზიანი ტელესკოპების ნახაზები ლეონარდო დავინჩის 1509 წლის დროინდელ ჩანაწერებში აღმოაჩინეს.
პირველმა, ვინც ლინზებიანი მილი ცისკენ მიმართა, რითაც ის ფაქტიურად ტელესკოპად აქცია, გალილეო გალილეი იყო. 1609 წელს, მან თავისი პირველი ჭოგრიტი და ოდნავ მოგვიანებით, ნახევარი მეტრი სიგრძის ტელესკოპი ააწყო, ეს უკანასკნელი გამოსახულებას რვაჯერ ადიდებდა.
სახელი ”ტელესკოპი”, 1611 წელს, ბერძენმა მათემატიკოსმა ჯოვანი დემიზიანიმ წარმოადგინა, როცა აკადემია დეი ლინჩეიში (1) ჩატარებულ ბანკეტზე გალილეის ტელესკოპი ნახა (რადიოტელესკოპი).
საინტერესოა და შავ მხვრელზე ინფორმაციაც შეგვატყობინეთ
შედით შესაბამის კატეგორიაში, ბევრი რამ წერია შავ ხვრელებზე.