ეს ახალი ფოტო გრავიტაციული ლინზირების ელვარე დემონსტრაცია არის, რომელიც, როგორც ცნობილია, აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მტკიცებულებაა.
ისეთ მასიურ ობიექტებს, როგორებიც გალაქტიკური გროვები არიან დრო-სივრცის დეფორმირება შეუძლიათ, რის გამოც სინათლის სხივი გამრუდებული ტრაექტორიით მოძრაობს და დამახინჯებული გამოსახულება წარმოიქმნება. მოვლენას გრავიტაციულ ლინზირებას უწოდებენ, რადგან ზოგჯერ შორეული გალაქტიკები გადიდებულები ჩანან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ვერც დავინახავდით.
რაღაც ამდაგვარი მილიარდობით სინათლის წლის იქეთ მდებარე გალაქტიკას დაემართა. როცა მისგან გამოსხივებულმა სინათლემ გალაქტიკათა მასიურ გროვა Abell 68-თან გაიარა, სხივის ტრაექტორია გამრუდდა, შედეგად კი მის ადგილზე დედამიწიდან ”კოსმოსური დამპყობლის” მსგავს გამსოახულებას ვხედავთ.
გრავიტაციული ლინზირება მძლავრი ასტრონომული ინსტრუმენტია, მისი გამოყენებით ასტრონომებს კიდევ უფრო შეორეული და სუსტად მანათობელი ობიექტების დანახვა შეუძლიათ(კიდევ ლინზირებაზე).