ორივე ერთად ხელსაყრელი პოზიციით სამხრეთ ამერიკის უდაბნო ატაკამადან გადაიღეს. კომეტა C/2012 F6 (ლემონი; მარცხნივ ზემოთ) იონებისგან შემდგარი გრძელი კუდით წარმოგვიდგება. კომეტა C/2011 L4 (PanSTARRS)(მარჯვნივ ქვემოთ, ჰორიზონტთან ახლოს) დიდი მტვროვანი კუდით არის მორთული, რომელიც მზის სინათლეს აირეკლავს. ორივე კომეტების კუდები ახლახანს ჩასული მზისკენ მიუთითებენ. მთელი დანარჩენი კვირა შეუიარაღებელი თვალით ლემონის დანახვა გაჭირდება, სამხრეთის ცაზე, მზის ჩასვლისთანავე. შემდგეგ, როცა ის ჩდილოეთისკენ მოძრაობასა და კიდევ უფრო დასუსტდებას დაიწყებს, უკვე ბინოკლის საშუალებით გამოჩნდება კარგად. პანსტარი სამხრეთის ცაზე რამდენიმე დღით მეტ ხანს გაჩერდება, ხოლო შემდეგ ისიც ჩრდილოეთისკენ დაიწყებს მოძრაობას, სადაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად გამოჩნდება. ამ დნობის პროცესში მყოფი ყინულოვანი ობიექტის დასანახავად, დამკვირვებელმა მზის ჩასვლისთანავე დასავლეთით უნდა გაიხედოს. უფრო ღრმა კოსმოსის დამკვირვებლები კომეტა C/2012 S1 (ISON)-ს უთვალთვალებენ, რომელიც 2013 წლის ბოლოს ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტად გადაიქცევა.
ორი კომეტა ერთ ფოტოზე
Posted by