წინასწარი პროგნოზებით, კომეტა C/2013 A1 მარსს 2014 წლის 19 ოქტომბერს ”მოინახულებს”. სავარაუდოთ, სიმშვიდის დამრღვევი ოორტის ღრუბლიდან მოვიდა, მზის სისტემის ჰიპოთეტური სფეროდან, რომელიც ხანგრძლივპერიოდული კომეტების წყაროა. ამ ღრუბლის ნამდვილად არსებობა დამტკიცებული არ არის, თუმცა რიგი ირიბი ფაქტების გათვალისწინებით, მეცნიერები მისი არსებობის შესახებ აკეთებენ დსკვნას.
ცნობილია, რომ კომეტასთან შეჯახებას პლანეტის ატმოსფეროზე და მაგნიტოსფეროზე მასშტაბური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და არც მარსი იქნება გამონაკლისი.
კომეტა C/2013 A1, რომელიც შეიძლება მარსს შეჯახოს, ავსტრალიელმა რობერტ მაკნოტმა აღმოაჩინა, საიდინგ სპრინგის ობსერვატორიიდან.
შეეჯახება ეს კომეტა მარსს?ემუქრებათ თუ არა სშიშროება მარსმავლებს ”ცნობისმოყვარეობასა” და ”ოპორტუნითის”(მარსმავლები)?
ამ მომენტისთვის ასეთი მოვლენის მოხდენის ალბათობა მცირეა. წინასწარი გამოთვლების თანახმად, რომელიც ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ ჩაატარა, კომეტა წითელ პლანეტას 109 200 კილომეტრის დისტანციზე ჩაუვლის(0,00073 ასტრ. ერთეული. 1ა.ე. = 150 000 000 კმ, საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე). თუმცა არსებობს ერთი ნიუანსიც. ასტრონომები კომეტას სულ 74 დღე აკვირდებოდნენ, ამიტომ კომეტის ქცევის ზუსტი წინასწარმეტყველება ძნელია. მან შეიძლება 0,0008 ა.ე-ს მანძილზე ჩაიაროს, ან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მარსი პირდაპირ კომეტის გზაზე აღმოჩნდეს.
კომეტა C/2013 A1 ჰიპერბოლური კომეტაა, რეტროგრადული ორბიტით(ანუ პლანეტების საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს). სიჩქარე – დაახლოებით 56 კმ/წმ. ზომაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ძნელია, თუმცა ვერც პატარას უწოდებ. თუ ის მარსს დაეჯახა, მოვლენა გლობალური მასშტაბის იქნება. წინასწარი შეფასებებით ზედაპირზე დაახლოებით 500 კილომეტრის დიამეტრისა და 2 კილომეტრის სიღრმის კრატერი გაჩნდება(კომეტებზე მონადირენი).