ჩელიაბინსკის თავზე მომხდარი მეტეორიტის აფეთქება ყველაზე მძლავრი აღმოჩნდა ასეთ მოვლენებზე დაკვირვების ისტორიაში.
Ctbto-ს ქსელი ინფრაბგერებზე(20 ჰერცზე დაბალი რხევები) რეაგირებს, ის ატომურ აფეთქებებზე სათვალთვალოდ არის შექმნილი. აფეთქება ctbto-ს 17-მა სადგურმა დაარეგისტრირა. ყველაზე შორეული სადგური ჩელიაბინსკს ათასეულობით კილომეტრის მანძილით არის დაშორებული, ის ანტარქტიდაზე მდებარეობს. Ctbto-ს მონაცემებით, მეტეორიტის აფეთქება 15 თებერვალს, გრინვიჩის დროით 03:22(ჩვენით 7:22) საათზე მოხდა.
ამ დრომდე ყველაზე მძლავრ მეტეორტიულ აფეთქებად 2009 წელს სულავესის თავზე მომხდარი ბოლიდის აფეთქება ითვლებოდა, რომელიც ctbto-მ დააფიქსირა.
Ctbto-ს პირველი სადგური გერმანიის ტერიტორიაზე 2001 წლის აპრილში გაიხსნა. ამჟამად, ინფრბგერებზე მოთვალთვალე 45 სადგური მუშაობს. სადგურების მიერ მიღებული მონაცემები საანალიზოდ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იგზავნება.
Ctbto-ს წარმომადგენელთა თქმით, 15 თებერვლის მოვლენა ერთეული აფეთქება კიარ იყო, არამედ „წვა ბგერაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას“.
12 თებერვალს ctbto-ს ქსელმა საეჭვო სეისმური აქტივობა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე დააფიქსირა, მაგნიტუდით 4,9 ბალი. მოგვიანებით ქვეყნის ხელისუფლებამ საცდელი ატომური აფეთქების შესახებ გააკეთა განცხადება(რა ააფეთქა ჩრდილოეთ კორეამ?; იაპონიის მიწისძვრის მუსიკა).