გალაქტიკა ანდრომედას(M31, NGC 224) ახალი ფოტოები კოსმოსურმა ტელესკოპმა ”ჰერშელმა” გადაიღო. მან უახლოესი დიდი მეზობელი განსხვავებული სახით წარმოგვიდგინა. სურათზე ”ცივი გაზური ღრუბლები” მკაფიოდ ჩანან. ფერები ტემპერატურულ სიდიდეებსა და მტვრის კონცენტრაციას შეესაბამებიან: ცისფერი რგოლები – შედარებით თბილი, ვარდისფერი და წითელი – ცივი, აბსოლუტურ ნულზე ცოტა მეტი.
ეს გამოსახულება სპექტრული და ფოტომეტრული გამოსახულებების მიმღებით იქნა შედგენილი(SPIRE).
ეს კი, SPIRE-სა და სხვა ინსტრუმენტით – დაბალი გარჩვადობის შესაძლებლობის ფოტოკამერები სპექტრომეტრებით(PACS), მიღებული ფოტომოზაიკაა.
ანდრომედა სპირალური გალაქტიკების ტიპს ეკუთვნის. ის ჩვენგან 2,52 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. საინტერესოა, რომ ანდრომედას კუთხური ზომა 15 გრადუსს შეადგენს, ამიტომ ის ყველაზე შორეული ობიექტია, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი. ზომით 200 000 სინათლის წლისაა. ის ტრილიონობით ვარსკვლავის თავშესაფარია, მაშინ, როცა ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 200-400 მილიარდი ვარსკვლავია. ცივ, ბნელ რგოლებში ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესები გრძელდება და არც თუ ისე შორეულ მომავალში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ მისია ”ჰერშელი” მალე დასრულდება, რადგან ტელესკოპის ციფრული მატრიცის გამაცივებელი თხევადი ჰელიუმის მარაგი გათავდა. ბორტზე 2300 ლიტრი ჰელიუმი იყო, თუმცა მუშაობის მსვლელობაში ნელნელა აორთქლდა. სავარაუდოდ, მისია მომავალი ორი თვის განმავლობაში დასრულდება.
“ჰერშელის” ბოლო ფოტოები: გალაქტიკა ანდრომედა
Posted by