ასტრონომებმა უკვე ცნობილი, სამყაროს უმსხვილესი სტრუქტურა შეისწავლეს – კვაზარების გროვა, რომლის ერთი ბოლოდან მეორემდე გასავლელად სინათლის სხივს 4 მილიარდი წელი ჭირდებ(ScienceNOW).
აღმოჩენილი გროვა წინა რეკორდსმენზე რამდენიმეჯერ დიდია. იმდენად დიდი, რომ, ალბათ, ცნობილ კოსმოსლოგიურ პრინციპს არღვევს, რომლის მიხედვითაც სამყარო ძალიან დიდ მასშტაბებზე ერთგვაროვანია და მასში მყოფი დამკვირვებელი ყველა მიმართულებით საშუალოდ ერთნაირ სურათს ხედავს.
თანამედროვ გამოთვლები აჩვენებს, რომ ამ პრინციპის მიხედვით, სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურების ზომა 1,2 მლრდ. სინათლის წელს არ უნდა აჭარბებდეს. კვაზარების ხსენებულ ჯგუფს წაგრძელებული ფორმა აქვს 1,6 მლრდ. სინათლის წლის ზომით და სიგრძით 4 მლრდ. სინ. წელი. ეს, ჭეშმარიტად კოლოსალური ზომებია: გალაქტიკათა ტიპიური გროვების ზომები 10 მილიონი სინათლის წლის ფარგლებშია, ხოლო ირმის ნახტომის უახლოს გალაქტიკა ანდრომედამდე მანძილი ხსენებულ გროვაზე 1600-ჯერ მცირეა.