აპოფიზი

 მისი სრული სახელია – (99942) აპოფიზი. ადრე მას 2004 MN4-ით აღნიშნავდნენ, რადგან 2004 წლის 19 ივნისს აღმოაჩინეს, კიტპიკის ობსერვატორიიდან, შტატი არიზონა. 2005 წელს კი ძველეგვიპტური ღვთაების, აპოპის სახელი მიიღო. ამ ასტეროიდის ოფიციალურ პირველაღმომჩენებად ითვლებიან როი ტაკერი, დევიდ ჯეი თოლენი და ფაბრიციო ბერნარდი.

აპოფიზი 2004 წლის 30 დეკემბერს(ანიმაცია).

 ასტეროიდის დიამეტრი 270 მეტრზე მეტია. მეცნიერთა ვარაუდით, მისი ზედაპირის საშუალო ტემპერატურა -3 გრადუსია ცელსიუსით. ისეთი მასა აქვს, რომ დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში  აფეთქების სიმძლავრე 506 მეგატონა იქნება ტროტილის ექვივალენტში. შედარებისთვის, ტუნგუსკის მეტეოროიდის აფეთქება 10-40 მეგატონა იყო, ხოლო ვულკან კრაკატაუს 1883 წლის ამოფრქვევის სიმძლავრე 200 მეგატონა. სსრკ-ს მიერ გამოცდილი ყველაზე მძლავრი თერმობირთვული ბომბისა – 57 მეგატონა, ხოლო ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბისა – სულ რაღაც 13-18 კილოტონა (რა ააფეთქა ჩრდილოეთ კორეამ?). ყველაფერი, ასტეროიდის შემადგენელზე, დაცემის კუთხესა და დაცემის ადგილზე იქნება დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, აფეთქებისგან გამოწვეული ნგრევა ასეულობით კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდება, თუმცა ყოველგვარი გლობალური ეფექტების გარეშე, როგორიც ე.წ. „ასტეროიდული ზამთარია“.

 2012 წ. იანვარი.

 იმის შესაძლებლობა, რომ ასტეროიდი დედამიწაზე ჩამოვარდება დაახლოებით 1/45 000-ზეა, ანუ 45 000-დან ერთი შანსი, თითქოს წვრილმანია, მაგრამ მაინც ძალიან უსიამოვნო.  ბოლო დროს ჩვენ დაუღალავად გვაშინებენ ასტეროიდებით. იმით, თუ რა შეიძლება დაემართოს დედამიწას და როგორ ვებრძოლოთ მათ, ფილმების დემონსტრირებით, კომპიუტერული მოდელირებებითა და სხვა.

 2036 წლისთვის კი იმ მცირე შანსის დრო დადგება, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. თუ ეს მოხდება, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ენერგია ასობით ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება, აფეთქებისთვის დამახასიათებელი თანმხლები მოვლენებით: ნგრევა, ცუნამი, ვულკანური ამოფრქვევები, ხანძრები…

ადგილები, დაუზუსტებელი მონაცემებით, სადაც აპოფიზი 2036 წელს შეიძლება ჩამოვარდეს.

 2013-ში, ასტეროიდი ჩვენს პლანეტას 14,5 მილინი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდა. 2029 წელს, მეცნიერთა გამოთვლებით, ასტეროიდამდე მინიმალური მანძილი 29 470 კილომეტრს გაუტოლდება (გეოსტაციონარული თანამგზავრების ორბიტა). რადარული დაკვირვებების მერე ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ 2029 წლისთვის აპოფიზთან შეჯახება გამორიცხულია, მას შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ (3 აპრილი), თუმცა არაზუსტი საწყისი მონაცემების გამო ამ ობიექტთან შეჯახების ალბათობა 2036 და შემდგომ წლებში უფროა მოსალოდნელი.

 შემდგომი დაკვირვებებით დადგინა, რომ ასტეროიდის დიამეტრი 320 მეტრია, სინათლის არეკვლის უნარი (ალბედო) 23%, აქამდე დადგენილი 33%-ის ნაცვლად, ხოლო დედამიწასთან საშიშმა მოახლოებამ 2068 წლისთვის გადაიწია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.