რას უნდა ველოდოთ მზისგან 2013-ში?

 ამ წლის მზის აქტიურობის მაქსიმუმი, ალბათ, ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე უფრო წყნარი იქნება. ასტრონომები ყოველ დღე აკვირდებიან ჩვენს ცენტრალურ ვარსკვლავს, რათა მისი აქტიურობა დინამიკაში შეისწავლონ.

 მკვლევარები ამბობენ, რომ ამ მომენტისთვის მზის ანთებათა რაოდენობა ძალიან მცირეა. „ეს, როგორც ჩანს, ყველაზე დაბალი მზიური მაქსიმუმი იქნება, ლაქების მინიმალური რაოდენობით უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში“ – ამბობს ჯო გურმენი, მზეზე დაკვირვების პროექტის კოორდინატორი მზიური ობსერვატორიიდან(მზე გამყინვარებით გვემუქრება). ამჟამინდელი ციკლი 24-ე ციკლის სახელითაა ცნობილი. მიუხედავად ამისა, იქნება თუ არა მზე პასიური, მეცნიერები ჩვენს ცენტრალურ მნათობზე დაკვირვებებს მაინც აგრძელებენ. როგორც ცნობილია, უეცარ მძლავრ მზიურ ანთებას ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობის, ასევე ორბიტალური თანამგზავრებისა და სხვა კოსმოსური აპარატების დაზიანება შეუძლია. გალილეო გალილეი იყო პირველი, ვინც 1610 წელს მზის ლაქები პირველმა შეამჩნია. 1849 წლიდან მზეზე ყოველდღიურ დაკვირვებებს ციურიხის მზის ობსერვატორია აწარმოებდა. ანთებები ძირითადად მზიური ეკვატორის მახლობლად ხდება(აქტიური მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.