ირმის ნახტომის გალქტიკა-თანამგზავრები საიდუმლოებებითა და გამოცანებით არის მოცული, რომელთა ამოხსნასაც მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ.
როცა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ასტრონომები ჩვენს გალაქტიკას აკვირდებიან, მათ თვალთახედვაში მისი ორი თანამგზავრიც ხვდება – მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლები.
მაგელანის დიდი (ფოტოზე მარცხნივ) ღრუბელი 160 000 სინათლის წლის იქეთ მდებარეობს, ხოლო პატარა – 200 000 სინათლის წლის იქეთ.
ადრე, ორივე ნისლეული უფორმო (პენიკულარული) გალაქტიკებად ითვლებოდა, თუმცა მათში მეცნიერებმა სპირალური გალქტიკებისთვის (ბარით) დამახასიათებელი ნიშნები შეამჩნიეს.
ეს გალქტიკები ერთმანეთთან ახლოსაა და გრავიტაციულად დაკავშირებულ სისტემას ქმნის. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ორივე გალაქტიკა წყალბადის ერთიან ღრუბელშია ჩაფლული.
ახალი კომპიუტერული მოდელირება გვიჩვენებს, რომ ერთ დროს, რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინათ, წყვილი ერთმანეთს შეეჯახა. ეს იყო მძლავრი შეჯახება, რომლის დროსაც მაგელანის დიდმა ღრუბელმა, დიდი რაოდენობით ვარსკვლავები ”მოპარა” პატარას. მას შემდეგ ისინი უზარმაზარი გაზის ”ხიდებით” არიან დაკავშირებული.
ახლახანს, ისიც გაირკვა, რომ მაგელანის პატარა ღრუბელი არა ერთი, არამედ ორი სხვადასხვა ჯუჯა გალაქტიკაა. ჩვენთან ახლოს მდებარემდე მანილი 199 ათასი სინათლის წელია, ხოლო მის უკან მდებარემდე – 215 ათასი სინათლის წელი (arxiv.org).
მეცნიერებმა, კოსმოსური ტელესკოპის, Gaia-ს საშუალებით მიღებული მონაცემები შეისწავლეს, რათა პატარა ღრუბლის შემადგენელი ვარსკვლავების საშუალო სიჩქარეები შეეფასებინათ. გამოყენებული იქნა რადიოტელესკოპთა მასივი “პატფაინდერიც” (Pathfinder), ვარსკვლავთშორისი სივრცის შესასწავლად, როგორც მცირე, ისე დიდ მაგელანის ღრუბლებში.
აღმოჩნდა, რომ პატარა ღრუბლის განსხვავებულ ორ უბანში, ქიმიური შემადგენლობაც და ვარსკვლავების გადაადგილების სიჩქარეებიც განსხვავებულია. გარდა ამისა, აქვთ დაახლოებით იგივე მასები და ორივე ურთიერთქმედებს მაგელანის დიდ ღრუბელთან. ამრიგად, ის, რაც ადრე ერთ ობიექტად ითვლებოდა, სინამდვილეში არის ორი გალაქტიკა, რომლებიც დედამიწის მიმართ ერთ ხაზზეა განლაგბეული (ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები).