უცხო კომეტები, როგორც ჩვენები

ერთი შორეული ვარსკვლავის კომეტები ძალიან ჰგვანან ჩვენებს.

ეს ფაქტი კომეტების, ვარსკვლავების და პლანეტების ფორმირების შესახებ არსებული თეორიების მართებულობას ადასტურებს(ESA).

 ფერმწერის ბეტა – ელვარე და ახალგაზრდა ვარსკვლავი, მისი ასაკი 20 მილიონ წელს არ აჭარბებს, შეიძლება კიდევ უფრო ნაკლებიც იყოს. დედამიწიდან 63 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეს ვარსკვლავი მტვრის, კომეტებისა და პლანეტოშენადედების დისკოთია გარსშემორტყმული. შეიძლება ითქვას, რომ ის, მომწიფებულ მზის სისტემასთან შედარებით, საბავშვო ბაღია, თუმცა აქ გაზური გიგანტიც არის.

 ევროპელმა ასტრონომებმა, რომლებიც ამ სისტემას აქტიურად სწავლობენ, ორბიტალური ტელესკოპისჰერშელის” საშუალებით არა მარტო გაზურ-მტვროვანი დიკსოს დანახვა, არამედ მისი მინერალური შემადგენელის დაადგენაც შეძლეს. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო ოლივინი იყო, რკინა-სილიკატი, რომელიც მაღალი ტემპერატურის პირობებში წარმოიქმნება – მათ შორის ვარსკვლავთან ახლოს მყოფ პროტოპლანეტარული დისკოს ნაწილშიც, შემდეგ კი ასტეროიდების, კომეტებისა და პლანეტების წიაღში ხვდება.

”ჰერშელი”(ESA).

თუმცა, განსხვავებული ოლივინიც არსებობს. მისი მაგნიუმით მდიდარი ფორმა ხშირად მცირე ზომის პრიმიტიულ სხეულებში გვხვდება, მაგალითად კომეტებში, ხოლო უფრო ”მომწიფებული” და რკინით მდიდარი ფორმა – დიდ ასტეროიდებში. დისკოში, რომელიც ფერმწერის ბეტას შემოფარგლავს, ვარსკვლავიდან 15-45 ასტრონომული ერთეულის მანძილზე, სადაც ტემპერატურა -190 °C უტოლდება, სწორედ მაგნიუმით მდიდარი, ყინულოვანი კომეტებისათვის დამახასიათებელი ოლივინი მოიძებნა. აღსანიშნავია მანძილიც: 30 დან 50 ა.ე-ს დისტანციაზე ჩვენი მზიდან კოიპერის სარტყელი მდებარეობს, კომეტებით დასახლებული რეგიონი(მზის სისტემა).

 როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში ოლივინი, რომელსაც ფორმირებისთვის სითბო ჭირდება და ვარსკვლავიდან 10 ა.ე-ზე შორს ვერ გაჩნდებოდა, დროთა განმავლობაში გამოსხივების წნევითა და დამუხტული ნაწილაკების ნაკადების ქარებმა ის მნათობიდან შორს განდევნეს – მზის სისტემაშიც და ფერმწერის ბეტაშიც. ასეთი მექანიზმი პლანეტარულ სისტემათა ფორმირებისა და ევოლუციის დღეისათვის მეღებული მოდელის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

მეცნიერთა შეფასებით, ფერმწერის ბეტას საჭირო რეგიონში ოლივინის რაოდენობა მასის 4%-ს შეადგენს. ეს სიდიდე ”ჩვენსას” ჰგავს: ზოგიერთი მზისმახლობელი კომეტების(1) ანალიზით დადგენილია, რომ მათში მაგნიუმით მდიდარი ოლივინის რაოდენობა 2-10%-ია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.