მიუხედავად იმისა, რომ ”ოპორტუნიტის” ქიმიურმა ლაბორატორიამ თავისი მუშაობის პირველად ნავარაუდევ 90 დღიან ვადას გადაჭარბა, მარსმავლი მაინც კარგად მუშობს და ახალი აღმოჩენებით ჩვენს განცვიფრებას აგრძელებს.
ამჯერად ”ოპორტუნიტიმ” კიდევ ერთი მარსული საიდუმლო ამოსნა, რომელიც მარსის გრუნტში არსებულ სფერულ ჩანართებს უკავშირდება.
(26 აპრილი 2012)წითელ პლანეტაზე ნამდვილად არის მოცვი, ოღონდ ქვის. ლაპარაკი რა თქმა უნდა არა კენკრაზე, არამედ ჰემატიტურ(რკინის ოქსიდი) ბურთულებზეა, რომლებიც ამერიკულმა მარსმავალმა ”ოპორტუნიტიმ” აღმოაჩინა. მოცვი ამ ბურთულებს მარსმავალის მიერ არაბუნებრივ მოცისფრო ფერში გაკეთებული გამოსახულების გამო შეარქვეს, ბურთულები ფოტოზე მართლაც მოცვს ჰგავდნენ. შავ-თეთრ ვარიანტში ეს მარსული ბურთულები ასე გამოიყურებიან.
მეცნიერებს ჯეჯერობით არ შეუძლიათ თქვან ზუსტად, რა ფიზიკურმა და ქიმიურმა პროცესებმა შექმნეს ეს პატარა მრგვალი ბურთულები ჰემატიტური და გრუნტის სხვა ჩანართებით. ”ჩვენ ამ უცნაურ ობიექტებს ”ბურთულებს” ან ”მოცვს” ვეძახით, თუმცა მათი წარმომავლობის შესახებ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით. სამაგიეროდ ზუსტად ვიცით ის, რომ ისინი კარგად ეწინააღმდეგებიან ეროზიას” – ამბობს დოქტორი სტივ სქუაერსი. ამ ჰემატიტური ბურთულების ზომა სულ რაღაც 100-250 მიკრომეტრს შეადგენს. 1 მიკრომეტრი 10-6 მეტრს უტოლდება(10-3 მილიმეტრი). აქვთ ფორებიანი, მომრგვალო, იშვიათად ოვალური ფორმები. მკვლევარების ვარაუდით, ჰემატიტური ბურთულები მარსზე ვულკანური ამოფრქვევების დროს ზედაპირზე სხვა და სხვა ჩანართებიანი ნაწილაკების მოხვედრით ჩამოყალიბდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი არამარტო ზედაპირზე, არამედ სიღრმეებშიც იქნა ნანახი. გაგუგებარია როგორ მიიღეს მათ მრგვალი ფორმები, თუმცა ეს ნამდვილად არ მოხდებოდა თხევადი წყლის გარეშე.
წლების მერე მარსმავალმა ეს ჩანართები კრატერ ინდევორში გამოიკვლია და დაადგინა, რომ ყოველი ბურთულას ზომა დაახლოებით 3 მილიმეტრია. მარსი ასეთი ბურთულებითაა სავსე. ადრე მკვლევარებს ეგონათ, რომ მათში რკინის მაღალი კონცენტრაცია იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. როგორც ჩანს ბურთულები მაშინ ჩამოყალიბდნენ, როცა მარსი ჯერ კიდევ ნოტიო ჰავის(1) მქონე პლანეტა იყო(2). მინერალები, რომლებისგანაც ბურთულები შედგებიან, მარსის გრუნტში, ზოგიერთ რეგიონებში, დიდი რაოდენობითაა, ხოლო თვითონ ბურთულები თხევადი წყლის თანხლებით ჩამოყალიბდნენ.