„კურიოზიტი“ წითელი პლანეტის თერმული რეგიონის კვლევას აპირებს. ლაპარაკია “Glenelg”-ზე, აქ მინიმუმ სამი ტიპის მარსული მინერალური ქანია აღმოჩენილი და მათი შესწავლა მეცნიერთათვის განსაკუთრებით საინტერესოა.
ამ ადგილამდე მისაღწევად, მარსმავალს ახლნდელი მდებარეობიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 400 მეტრის გავლა მოუწევს. “Glenelg”-ი მარსმავალის პირველი სამიზნე იქნება.
გამოსახულებაზე ხსენებული რეგოინია წარმოდგენილი, რომელიც მარსის ორბიტალურ მზვერავზე(MRO) არსებული მაღალი მგრძნობელობის კამერა HiRISE -ეთია გადაღებული.
გეილის კრატერი, ადგილი, სადაც ამერიკულმა მარსმავალმა ე.წ. ციური ამწეთი თავისი წარმატებული დაშვება განახორციელა.
“Glenelg”-ში „კურიოზიტი“ სხვა და სხვა მთის ქანებს გამოიკვლევს, რომლებიც განსხვავებულ ტემპერატურაზე არიან გამთბარნი(ტისდეილი).
400 მეტრის გასავლელად „კურიოზიტი“-ს 3-4 კვირა დასჭირდება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მისგან გამოგზავნილ ახალ სურათებსა და აღმოჩენებს დაველოდოთ.