უჩვეულო ფაქტის წინაშე აყენებს ასტრონომ-ჰელიოგრაფებს ის, რომ ჩვენი მზის ფორმა იდეალურთან უფრო მეტად ახლოსაა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა…
ამასთან ერთად მზე პოლუსებთან ოდნავ შებრტყელებულია, რის გამოც მისი ეკვატორული დიამეტრი პულუსებზე გამავალ დიამეტრზე მეტია. ცნობილია, რომ მზის ფორმას ან მისი ხილული ზედაპირის(ფოტოსფერო) ფორმას გრავიტაცია განსაზღვრავე, ასევე ბრუნვის სიჩქარე, მაგნიტური ველი და შიდა პლაზმური ნაკადები(1).
აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც მზე თითქმის იდეალური სფეროა, აქტიურობის ციკლის მიუხედავად, 16 აგვისტოს, ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. მეცნიერთა განცხადებით, ახალმა მონაცემებმა ახალი კითხვები წამოჭრეს, რომლებიც მზის შიდა ფენების აქტიურობას ეხება.
მეცნიერები 50 წლის განმავლობაში ადგენდნენ მზის გეომეტრიულ პარამეტრებს. შედეგები ყოველთვის განსხვავდებოდნენ ხოლმე ერთმანეთიგას, რაც ატმოსფერული დამახინჯებების გამოც ხდებოდა. კვლევაში ამ განსხვავებების გათვალისწინებით, მეცნიერებმა დასკვნეს, რომ მზის ფორმაზე მისივე აქტიურობის 11 წლიანი ციკლი ახდენს გავლენას.
2010-12 წლებში ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც მზის დინამიკის ობსერვატორიიდან(Solar Dynamics Observatory) მიიღეს, ჩვენი მნათობის მონაცემები გადაამოწმეს.
დადგინდა, რომ მზის ოდნავ შებრტყელებული ფორმა საკმაოდ სტაბილურია და არ არის დამოკიდებული ვარსკვლავის აქტიურობის ციკლზე. ამასთან ერთად მისი ფორმა უფრო მეტად უახლოვდება სფერულს, ვიდრე ამას თეორია წინასწარმეტყველებს. ის უფრო მრგვალია დედამიწაზე, რომელიც პოლუსებთან 21 კილომეტრითაა შებრტყლებული. ახალი მონაცემები მზის ”იდეალური” ფორმების შესახებ, მნათობის შინაგანი დინამიკის შესახებ არსებული წარმოდგენების შეცვლას გამოიწვევს(STEREO).