ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის კომპიუტერული სიმულაცია

 მეცნიერებმა, მასიური შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის მექანიზმში გარკვევა გადაწყვიტეს.

 ექსპერიმენტის ჩატარების მერე, ჩვენ დროში პოპულარული კომპიუტერული მოდელირების დახმარებით, მაცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ზემოთ ხსენებული პროცესი.

 ფოტოზე ჩანს, როგორ ამოდის ხვრელის მიერ გახლეჩილი ვარსკვლავიდან მანათობელი გაზი.

 გაზის ნაწილი, ასევე, მაღალი სიჩქარით გატყორცნილი იქნა გარე სივრცეში. ასე ემართებათ ზემასიურ ხვრელთან ახლო დისტანციაზე მისულ მნათობებს.

 რეალურად, მსგავს მოვლენაზე დაკვირვება ასტრონომებმა გასულ წელს შეძლეს, ახლა კი ამ პროცესის კვლევა კომპიუტერული მოდელირებითაც მოხერხდა. მოდელირებისთვის მეცნიერებმა ჰელიუმით მდიდარი ელვარე ვარსკვლავი აირჩიეს.

 „ამჯერად, ჩვენ შევძელით დაგვედგინა, რომელი ვარსკვლავები ხდება უფრო ხშირად ზემასიური ხვრელების მსხვერპლი“ – ამბობს ჯონ ჰოფქინსის სახელობის უნივერსიტეტის ასტრონომი სუვი გეზარი(Suvi Gezari).

httpv://www.youtube.com/watch?v=5gAHf6I9P5A

 ასტრონომთა თქმით, სინამდვილეში, შავი ხვრელები ძალიან იშვიათად შთანთქავენ ვარსკვლავებს. ეს დაახლოებით 10 000 წელიწადში ერთხელ ხდება. თუ მომავალში მათ  გაუმართლებს, ასეთი პროცესის დაკვირვებას ულტრაიისფერ დიაპაზონში ორბიტული ტელესკოპებით შეძლებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.