სატურნის 6 თანამგზავრი

 რამდენი თანამგზავრი ჰყავს სატურნს? დღევანდელი დღისთვის უკვე 274-ია აღმოჩენილი (2025 წ.), მათ შორის ყველაზე პატარას დიამეტრი კილომეტრზე მცირეა. 63 თანამგზავრს აქვს საკუთარი სახელი, დანარჩენი კი ნომრებით არის აღნიშნული. სატურნის ოჯახის ამ მკაფიო გამოსახულებაზე, რომელიც 2012 წლის 9 მარტსა არის გადაღებული, სატურნის 6 დიდი თანამგზავრია ასახული. ტიტანითანამგზავრთა რიგს მარცხენა დაბალი კუთხიდან იწყებს. მისი დიამეტრი 5150 კილომეტრია, ის მთვარეზე და მერკურიზე დიდია. ტიტანიდან მარჯვნივ განლაგებულან მიმასი, თეტისი, თვითონ სატურნი, ენცელადი, დიონა და რეა. სატურნის ყველა ბუნებრივი თანამგზავრიდან, პირველად, ტიტანი აღმოაჩინეს, რაც ჰოლანდიელი ასტრონომის, ქრისტიან ჰიუიგენსის დამსახურებაა – 1655 წელი. ზოგიერთი მათგანი, “კასინის” მიერ გადმოცემული გამოსახულებების დამმუშავებელმა ჯგუფმა აღმოაჩინა, მაგალითდ, თანამგზავრი პირობითი სახელით – S/2009 S1. 2025 წლის ნოემბერში, სატურნი კვლავ საღამოს ულამაზესი პლანეტაა, რომელიც მერწყულის თანავარსკვლავედში დაახლოებით 1m  მაგნიტუდით ანათებს. ის ადვილად ჩანს შეუიარაღებელი თვალით და კარგი ბინოკლით შეგიძლიათ მისი უდიდესი თანამგზავრის, ტიტანის დანახვა. მთელი თვის განმავლობაში პლანეტა სამხრეთ ცაზე იქნება, შემდეგ კი შუაღამისას ჰორიზონტს ქვემოთ ჩაეშვება. მიუხედავად იმისა, რომ სატურნი ყოველდღიურად თანდათან უფრო დაბლა იწევს, ნოემბერში მაინც შეძლებთ მისი ოქროსფერი ნათების ხილვას.

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.