2012 წლის 14 მარტს, 20 კილომეტრი სიმაღლის მარსული მტვრის სვეტები იქნა გადაღებული.
ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილმა მაღალი მგრძნობელობისა და გარჩევადობის კამერა HiRISE-მ, რომელითაც მარსის ორბიტალური მზვერავია(Mars Reconnaissance Orbiter) აღჭურვილი, წითელი პლანეტის ზედაპირზე მტვრის უზარმაზარი სვეტები დააფიქსირა. 20 კილომეტრის სიმაღლისა და 70 მეტრამდე სიგანის წარმონაქმნები Amazonis Planitia-ს სახელით ცნობილ რეგიონში გაჩნდა.
საპლანეტათშორისო სადგურით გადაღებული ფოტო იმის დემონსტრირებას ახდენს, თუ როგორ ”დასეირნობს” მტვერი მარსზე იგივე ძალით, შეიძლება მეტითაც, ვიდრე დედამიწაზე. ჰაერი ხვეული მოძრაობებით წითელი პლანეტის ზედაპირიდან მტვერს იღებს და ნახევრად გამჭვირვალე სვეტებს წარმოქმნის, რომელბიც ზედაპირის გასწვრივ ბრუნვითი მოძრაობებით გდაადგილდება.
დედამიწისეული ტორნადოებისგან განსხვავებით, მარსული ქარბორბალა სრულიად წყნარი და უღრუბლო(ან საიდან მარსზე ღრუბელი) ამინდის პირობებში წარმოიქმნება. ზედაპირთან ახლოს, მზისგან გამთბარი ჰაერი სწრაფად იწყებს მაღლა სვლას, ცივი ჰაერი კი პირიქით, ქვემოთ ეშვება. თავისებური როტაცია ხდება.
ფოტო მაშინაა გადაღებული, როცა მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გვიანი გაზაფხული იყო, მზე კი კიდევ და კიდევ უფრო მეტად ათბობდა ამ უცნაური პლანეტის ზედაპირს.